მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ვიქტორინები გაიმართა.
თამაშებს დაწყებითი კლასების მასწავლებელი შორენა ტაბატაძე უძღვებოდა. მან ყველა კლასს შესაბამისი კითხვები შეურჩია და სპეციალურ პროგრამაში განათავსა.
მოსწავლეებმა ვიქტორინაში თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ბოლოს სიგელებიც გადაეცათ.
„ვიქტორინები ჩატარდა სამ ნაწილად. პირველ ეტაპზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მეორე და მესამეკლასელები. მეორე ეტაპზე: მეოთხე-მეხუთე, მესამე ეტაპზე კი- მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. თითოეული ჯგუფისთვის შერჩეული იყო მათი ასაკისთვის შესაბამისი კითხვები. ჯგუფში მოსწავლეები გაერთიანდნენ შემთხვევითი არჩევის პრინციპით. თამაშები მიმდინარეობდა საინტერესოდ და ხალისიანად. ვიქტორინისთვის გამოყენებული იყო პროგრამა jeopardylabs, რომელშიც ძალიან საინტერესოდ შეიძლებოდა ქულების შესაბამისი სიძლიერის კითხვების არჩევა. მოსწავლეებმა კარგად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. სკოლამ თითოეული მოსწავლე სიგელებით დააჯილდოვა გუნდური გამარჯვებისთვის“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს