სიახლეები
სიახლეები

სად მოთოვს ახალი წლის ღამეს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
30-12-2021
-
+


გარემოს ეროვნული სააგენტო წინასაახლწლოდ ამინდის პროგნოს ავრცელებს. გაიგეთ, როგორი ამინდი გველის 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე და პასუხი წლის მთავარი კითხვაზე - უნდა ველოდოთ თუ არა თოვლს, 31 დეკემბრის ღამეს და სად?

„2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +7, +12 გრადუსი იქნება.

ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1 იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1 იანვარს დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. 2-3 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით აცივდება, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ქ. თბილისში 2022 წლის 4 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამის საათებში 0, -1, ხოლო დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2-3 იანვარს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს“ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება