სიახლეები
სკოლები

„პოზიტიური განწყობით ვხვდებით ახალ წელს“- თბილისის N94 სკოლაში წინასაახალწლოდ საინტერესო პროექტები განხორციელდა
30-12-2021
-
+


თბილისის N94 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის I სემესტრი ნაყოფიერად დასრულდა. სკოლაში დირექციის ხელშეწყობით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, რამაც სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ნაყოფიერი გახადა.

გამონაკლისი, არც სწავლის დასრულების წინასაახალწლო პერიოდი იყო. მოსწავლეებმა დირექციის მხარდაჭერით საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს. ასევე, სკოლა სადღესასწაულოდ განსაკუთრებულად იყო მორთული და ბავშვების საახალწლო განწყობა კიდევ უფრო ამაღლდა.

სკოლის დირექტორმა, ნინო გახარიამ სასწავლო წლის I სემესტრი შეაჯამა და საინტერესო წერილი გაავრცელა.

„ბოლო ორი წელია სასწავლო პროცესი და სასკოლო ცხოვრება, პანდემიიდან გამომდინარე, სხვა რეალობისა და შეზღუდვების ფონზე მიმდინარეობს. სოციალურ ურთიერთობებსა და სასკოლო აქტივობებს მონატრებულია ყველა: მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი. თუმცა, კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საჭიროა მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოების ზომები. ამიტომ სკოლის მიერ განსახორციელებელი აქტივობები რეგულაციების სრული დაცვითა და სიტუაციისთვის მისადაგებულად დაიგეგმა. ორ მათგანს გამოვყოფდი:

ჩვენს სკოლას ტრადიციად აქვს ქცეული სკოლის თვითმმართველობის წინასაახალწლო პროექტი - „შევიტანოთ პოზიტივი ოჯახებში“. პროექტის ფარგლებში, 17-დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, სკოლის ნაძვის ხესთან მოსწავლეებს მოჰქონდათ არფუჭებადი პროდუქტები, ტკბილეული, ტანსაცმელი. შეგროვებული პროდუქტი მოსწავლეებმა გადაანაწილეს და თემში, დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ ადამიანებს დაურიგეს. დაახლოებით 20 ასეთ ბენეფიციართან იმყოფებოდნენ ჩვენი მოსწავლეები. ეს პროექტი მნიშვნელოვანი და ღირებულია მრავალი, განსაკუთრებით კი, დამოკიდებულებების მიმართულებით. ამაზე მეტყველებს პროექტის მონაწილე მოსწავლეების ემოციური სიტყვები: „ბედნიერებაა, როცა სხვისი ღიმილის მიზეზი ხდები“.

პანდემიურ სიტუაციაში პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ამიტომ 24 დეკემბერს სკოლის „დებატების კლუბისა“ და მისი ხელმძღვანელის, ლელა ტალახაძის ინიციატივით დაიგეგმა - „პირბადეების ფესტივალი“. ახალ წელსაც უხდება საახალწლოდ მოხატული, სხვადასხვანაირი ფერისა თუ მორთულობის პირბადე. პირბადეს სხვა საახალწლო აქსესუარიც მივამატეთ და შევიქმნით საახალწლო განწყობა. სკოლას აქვს რადიოქსელი, რამაც საშუალება მოგვცა მთელი დღის განმავლობაში, მოსწავლეებისთვის განკუთვნილ დიდ და ცვლებს შორის არსებულ დასვენებებზე სკოლის ღია სივრცესა და დერეფნებში საახალწლო მელოდიების ფონზე მთელ შენობაში პოზიტიური გარემო შექმნილიყო.. ძალიან სასიამოვნო და ლამაზი, თბილი დღე გამოვიდა, ვინაიდან მოსწავლეებთან ერთად საცეკვაო და საკონკურსო ფერხულში ჩაბმული იყო მასწავლებლები და დირექცია. დღის განმავლობაში ჩვენი სკოლის ახალგაზრდებისგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფები დადიოდნენ სართულებზე და გამოავლინეს რამდენიმე გამარჯვებული სხვადსხვა ნომინაციაში: „დღის სანტა“, „ჯადოსნური კარები“, „წლის ყველაზე პოზიტიური მასწავლებელი“, „ორიგინალური პირბადე“, „ხელნაკეთი პირბადე“ და ა.შ. პირბადეების ფესტივალი საყოველთაო სასკოლო ზეიმად, ურთიერთსითბოსა და სიყვარულის დღედ გვექცა.

სწორედ ამ პოზიტიური განწყობით ვხვდებით ახალ წელს და ვულოცავ სრულიად საქართველოს დამდეგს, განსაკუთრებით კი ჩემს N94 საჯარო სკოლის ყველა თანამშრომელს, მასწავლებელს, მოსწავლეს და  მშობელს. წარმატებების, სიმშვიდისა და აღმშენებლობის მომტანი ყოფილიყოს 2022 წელი თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენი სასკოლო საზოგადოების საახალწლო სურვილიც და სლოგანიც ასეთია: „გახდით სხვისი ღიმილის მიზეზი“, - აღნიშნულია დირექტორის, ნინო გახარიას წერილში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება