მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერეილი დადგენილებით 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
სტრატგიის დოკუმენტში აღნიშნულია ძირითადი პრობლემები, მათი გამომწვევი ფაქტორები და უარყოფითი შედეგები რაც გავლენას ახდენს ჩვენს სახელმწიფო ენაზე:
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქართულ ენაზე საუბრობს მოსახლეობის დაახლოებით 90%, მათ შორის არიან ეთნიკურად არაქართველებიც, თუმცა შედარებით მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებში ქართულის ცოდნის დონე დაბალია, რის გამოც მათი სამოქალაქო ინტეგრაცია გაძნელებულია. სახელმწიფო ენის უცოდინარობა ხელს უშლის მათ სხვადასხვა მომსახურებით სრულფასოვან სარგებლობაში, განათლების მიღებაში, კარიერულ ზრდასა და პიროვნული კეთილდღეობის მიღწევაში.
განათლებისა და მეცნიერების 2017-2021 წლების სტრატეგიაში ერთ-ერთ პრობლემად გამოკვეთილი იყო არაქართულენოვან სკოლამდელ დაწესებულებებში ქართული ენის კომპონენტის არარსებობა. რის გამომწვევ ფაქტორადაც სახელმწიფოს საგანმანათლებლო სტანდარტების უქონლობა სახელდებოდა..
აქვე აღნიშნულია რომ მიუხედავად სახელმწიფოს კომპლექსური ღონისძიებებისა, სახელმწიფო ენის განვითარებისა და მოსახლეობის ენობრივი უფლებების დაცვის საკანონმდებლო უზრუნველყოფის არსებობისა, კვლავ გამოწვევად რჩება სახელმწიფო ენის ფლობა ეთნიკურ უმცირესობებში. საყურადღებოა სხვადასხვა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს ინტეგრაციის შეფერხების უმთავრეს ფაქტორად ენის უცოდინარობა მიაჩნია.
„ქართულს ისევე, როგორც სხვა, ნებისმიერ ენას, განსაკუთრებით კი, სახელმწიფო ენის სტატუსის მქონეს, სჭირდება სახელმწიფოებრივი ზრუნვა გასავითარებლად, რათა ენამ საზოგადოების ცვლილებებთან დაკავშირებულ მზარდ მოთხოვნებს უპასუხოს“, - აღნიშნულია სტრატგიის დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლები განიცდიან - უმრავლესობა ამავე სკოლაში სწავლობდა და შემდეგ პედაგოგად დაბრუნდა... მათ მშობლიურ სკოლაში გაჩნდა ხანძარი! თუმცა ბავშვების ინტერესები უმთავრესია...“
„რესურსცენტრი თვალყურს ადევნებს სკოლას და უფლებამოსილია, გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე...“
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მას აქვს ბავშვებთან მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება