სიახლეები
სიახლეები

რომელი პრაქტიკოსები დარჩებიან სკოლაში და ვის მოუწევს სამსახურიდან წასვლა - ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო
31-12-2021
-
+


პრემიერ-მინისტრის ახალი ბრძანება მასწავლებელთა სქემაში გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე გამოქვეყნდა და ძალაში. ცვლილების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია  დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურეს ან დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.

იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ  მასწავლებლის გამოცდაზე და საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ 10 კრედიტქულაზე, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უფროსი მასწავლებლის ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ, როგორც უფროსი მასწავლებლები.“.

2022 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია  დადასტურებული აქვთ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვეს მინიმალური ქულა), მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

2022 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

იხილეთ ასევე:

მასწავლებლის  სქემაში ცვლილებები შევიდა - ბრძანებას ხელი პრემიერმა მოაწერა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება