სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„პირველკლასელთა აკადემიამ“ პრეზენტაცია დმანისში გამართა - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არაქართულენოვანი სკოლებისთვის
31-12-2021
-
+


2021 წლის მიწურულს, „პირველკლასელთა აკადემია“ ავტორმა და „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტში წარადგინა. იყო გულთბილი და საინტერესო შეხვედრა მერთან - კობა მურადაშვილთან, თვითმმართველობის სხვა პასუხისმგებელ პირებთან და მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან.

ესაა უნიკალური წიგნი+რვეული, რომელიც სკოლამდელი ასაკის მოზარდებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს და ფართოდ უღებს იმ უმნიშვნელოვანეს კარს, რასაც ცოდნის ტაძარი ჰქვია. განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ ხელისუფლებისთვის განათლება პრიორიტეტია და ეს დმანისის პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.

აქვე ხაზაგასასმელია ერთი გარემოება - კობა მურადაშვილმა, თავის დროზე სურვილი გამოთქვა, რომ „პირველკლასელთა აკადემია“ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რაც პატარებს სახელმწიფო ენის შესწავლას გაუადვილებდა, ამიტომ გადაწყდა, „პირველკლასელთა აკადემიის“ ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემა, შედგა სამუშაო ჯგუფი და პირველადი საკითხებიც დაიგეგმა. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დმანისის მკვიდრი არც ერთი მომავალი პირველკლასელი არ დარჩება ამ მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს გარეშე. 

პრეზენტაციამ თბილ, მეგობრულ გარემოში ჩაიარა, საფუძველი ჩაეყარა მჭიდრო თანამშრომლობას და რაც მთავარია, ადგილობრივი მოზარდები, უკვე მომზადებულები შეხვდებიან იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, რასაც სასკოლო ცხოვრება ჰქვია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება