სიახლეები
სიახლეები

პირველი საკადრო ცვლილება განათლების სამინისტროში - რომელი უწყების ხელმძღვანელი შეიცვალა?
03-01-2022
-
+


განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელი ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შესაბამისად აღნიშნული სიპის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია.

როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია,  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მოვალეობას ილია ღუდუშაურის მოადგილე, გიორგი შალუტაშვილი შეასრულებს.

„დიახ, ილია ღუდუშაური ნამდვილად დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ, თუმცა მისი შემცვლელის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება ცნობილი არ არის, ხელმძღვანელის დანიშვნამდე მოვალეობას სავარაუდოდ ილია ღუდუშაურის მოადგილე გიორგი შალუტაშვილი შეასრულებს“, - განაცხადეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ ახალ 2022 წელს ეს განათლების სამინიტროში პირველი საკადრო ცვლილება იქნება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება