მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლები წამყვანისა და მენტორის სტატუსების მისანიჭებელი გამოცდის დაანონსების შემდეგ უთანასწორობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ პედაგოგებს კარიერული წინსვლისთვის თანაბარი ვალდებულებები უნდა ჰქონდეთ.
„არათანაბარი ბრძოლაა, ვინც უკვე წამყვანი ან მენტორია მათ საგამოცდო ლიტერატურა იციან?“
„ორი წელი დაგვაკარგვინეს, კრედიტები გაუქმდაო, არადა კრედიტები პრაქტიკოსებისთვის დატოვეს, უფროსის სტატუსი რომ მიეღოთ, ჩვენ კი - უფროსებს გაგვიუქმეს. ხომ შეიძლებოდა, ჩვენც გაგვეგრძელებინა წინსვლა, სანამ გამოცდა დაინიშნებოდა?! ახლა კი წამყვანის სტატუსის მისაღებად რასაც გვთხოვენ ნეტა, თავად სამინისტროს თანამშრომლებმა იციან? ეს უსამართლობაა“.
„დაეტოვებინათ იგივე გზა წამყვანისა და მენტორის სტატუსისთვის, როგორიც აქამდე იყო ან ყველა წამყვანისა და მენტორისთვის გახდეს სავალდებულო იმ გამოცდის ჩაბარება, რომელსაც ზაფხულში პირველად ატარებენ. კარიერული წინსვლა ყველა მასწავლებლისთვის უნდა იყოს ერთნაირი. ჯერ იყო და საგნისა და უნარების გამოცდაზე გამსვლელი ქულათა 60% იყო, ჩავაბარე, მერე 30%-იც საკმარისი გახდა, შემდეგ ბოლო შანსიო იძახეს და ათასი გზა მონახეს პრაქტიკოსების სკოლაში დასატოვებლად, სულელებად გამოგვიყვანეს ის მასწავლებლები, ვინც კომპეტენცია 10 კრედიტზე დავადასტურეთ. ახლა იმაზე მეტს მთხოვენ, ვიდრე წამყვანებმა და მენტორებმა იცან. სტატუსის ამაღლების სურვილსაც გვიკარგავენ უკვე.“
შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წამყვანისა და მენტორის სტატუსის მსურველთათვის გამოცდას პირველად 2022 წლის ზაფხულში ჩაატარებს. უკვე გამოქვეყნდა ლიტერატურა, რომლითაც მასწავლებლები უნდა მოემზადონ.
საგამოცდო ლიტერატურა იხილეთ ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.