მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა სერტიფიკატების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) იმ ტერიტორიული ორგანოსათვის − საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი.
რაც შეეხება მინისტრის ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე სპეცმასწავლებისთვის სტატუსის მინიჭებას, ბრძანებაში განმარტებულია, რომ: „უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალური მასწავლებლის სერტიფიკატის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოსთვის − საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია სპეციალური მასწავლებელი.
განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება, მიენიჭოს სქემის მე-5 და მე-17 მუხლებით განსაზღვრული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი.
იხილეთ ასევე:
მასწავლებლის სქემაში ცვლილებები შევიდა - ბრძანებას ხელი პრემიერმა მოაწერა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...
აუცილებელი პირობაა მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან - რომელ პედაგოგებს მიანიჭებს უპირატესობას მასწავლებლის სახლი
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მთისძირის საჯარო სკოლის პირველკლასლებმა დაუნის სინდრომთან დაკავშირებით თემატური ნამუშევრები შექმენს
„ბოდბისხევის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის აქტიურ მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას“