სიახლეები
სიახლეები

სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა
04-01-2022
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესში ცვლილება შევიდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, წესს რამდენიმე პუნქტი დაემატა.

კერძოდ: მოსწავლის წიგნს, გარდა მოსწავლის რვეულისა ექნება მოსწავლის წიგნის დანართიც, რომელიც ბრძანებაში განმარტებულია, როგორც კონკრეტული კლასის საგნობრივი სასწავლო გეგმის, მათ შორის არჩევითი (გაღრმავებული) კურსის დაძლევის ხელშესაწყობად მოსწავლისათვის განკუთვნილი რესურსი, რომელშიც დეტალური მასალა მოცემულია მოსწავლის წიგნში არსებული საკითხების შესაბამისად და რომელზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს ცოდნის კონსტრუირება.

ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო  საფეხურის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში - პირს ამ საფეხურებზე მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რომელიც ასევე ატვირთული უნდა იყოს ელექტრონულად. იმ შემთხვევაში თუ სახელმძღვანელობის მაკეტს ჰყავს ერთზე მეტი ავტორი , ზემოთ აღნიშნული მასწავლებლად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს ორ პირს მაინც. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ენისა და ლიტერატურის და უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ამ სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების ავტორებზე.

ბრძანების თანახმად, სკოლა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო შერჩევას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ ან ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს შერჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რაზეც დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს სააგენტოს.

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის განახლება, მისი შინაარსორივი განვითარების მიზნით, მასში ცვლილების შეტანის გზით, დასაშვებია სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ. ამასთან, გრიფირებულ სახელმძღვანელოში ცვლილება ხორციელდება სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე. თავის მხრივ კვლევა დასაშვებია განხორციელდეს ცალკეული საგნის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე, რა დროსაც კვლევა ტარდება მისი ყველა ალტერნატივის მიმართ.

„ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საგნის სწავლებისას სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად გამოიყენება ქართული, როგორც მეორე ენის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია, მისი გრიფის მოქმედების ვადით“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

როგორი უნდა იყოს გრიფირებული სახელმძღვანელოს დიზაინი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

აუცილებელი პირობაა მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან - რომელ პედაგოგებს მიანიჭებს უპირატესობას მასწავლებლის სახლი

პიროვნება
სკოლები

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...