სიახლეები
სკოლები

„როგორ ხვდებიან ახალ წელს ამერ-იმერში“- დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლოდ კედლის გაზეთი გამოუშვეს
04-01-2022
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში შობა - ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ; პედაგოგების ხელშეწყობით სკოლაში არაერთი მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.

მე-8 კლასის მოსწავლეების - თამარ სალაძის, ნინო ღავთაძის და ნინი კიკნაველიძის მიერ საახალწლოდ კედლის გაზეთი შეიქმნა - თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს ამერ-იმერში. აქტივობა მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგის თამარ ბარამიძისა და ინგლისური ენის მასწავლებლის, ნათია კოხოძის ხელმძღვანელობით განახორციელეს.

სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სკოლის კედლებში ასევე, საზეიმო განწყობა შექმნეს და სასკოლო საზოგადოებას ახალი 2022 წელი საზეიმო ღონისძიებით მიულოცეს

ასევე, საახალწლო ღონისძიების დასასრულს, მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ცნობილი ქართველი მეცნიერის და მათემატიკოსის ნიკოლოზ მუსხელიშვილისადმი მიძღვნილი საღამო მოაწყვეს.

„სიკეთის, ჯანმრთელობის, ბედნიერების და წარმატებების მომტანი წელი ყოფილიყოს ყველა თქვენგანისთვის ჩვენო პატარებო“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლე-მასწავლებლები ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება