მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაანგარიშების წესში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებები ძირითადად შეეხო შეფასებისა და კრედიტ ქულების დაანგარიშების მეთოდებს, ასევე წესს დაემატა რამდენიმე ტერმინოლოგია და მათი განმარტება.
ბრძანების თანახმად შეფასების კომპონენტებში (შუალედური და დასკვნითი შეფასებები) დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრების შედეგად, სტუდენტის შეფასების მინიმალური ქულა შესაძლებელია აღემატებოდეს 51 ქულას. შესაბამისად, ცვლილებებით რეგულაცია ხდება უფრო მკაფიო და ნათელი სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება უფლებამოსილება, საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, სპეციფიკის, აგრეთვე მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გათვალისწინებით, დაადგინოს ამ ბრძანებით განსაზღვრული შეფასების სისტემისგან განსხვავებული მინიმალური დადებითი შეფასება, რომელიც არ უნდა იყოს 51 ქულაზე ნაკლები და 60 ქულაზე მეტი;
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი მედიცინის პროგრამაზე შესაძლებელია აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს (მიმდინარე რედაქციით დაშვებულია 60%), თუკი ეს განსაზღვრული იქნება მედიცინის დარგობრივი მახასიათებლით;
წარმოდგენილი ბრძანების პროექტით ჩამოყალიბდა სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთჯერადად შეფასების მოთხოვნა და განისაზღვრა შემდეგი სახით:
„აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად წარდგენილი სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, დისერტაცია, ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევარი, ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომი უნდა შეფასდეს მთლიანობაში ერთიანად - დასკვნითი შეფასებით, რომელიც მოიცავს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული პირების შეფასებებსა და დაცვაზე მიღებულ შეფასებას“;
ცვლილებების ფარგლებში განისაზღვრა, რომ ინსტიტუცია უფლებამოსილია განსაზღვროს სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის დაცვაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობები, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტის პროგრესიის პერიოდულ განმავითარებელ შეფასებებს;
წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოთხოვნის შესაბამისად, გარდამავალმა დებულებამ გაითვალისწინა, რომ COVID 19-ით გამოწვეულ პანდემიის პირობებში საბაკალავრო ნაშრომის მიზნების, სწავლის შედეგების, სპეციფიკისა და სტუდენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვროს ნაშრომის შესრულებისა და შეფასებისათვის ამ ბრძანებით დადგენილი წესისგან განსხვავებული ვადები. გარდამავალ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე პერიოდი.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ, რომ პროგრამები და შიდა მარეგულირებელი აქტები ბრძანების ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში 2022 წლის 1 ოქტომბრამდე მოიყვანონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა