თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ინგლისურენოვან პროექტში მონაწილეობდნენ
05-01-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N167 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა რუსუდან გორგაძემ და მე-3გ კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან დეკემბრის ჩათვლით eTwinning-ის ფარგლებში პროექტი - „Media literacy and a digital generation“ (მედიაწიგნიერება და ციფრული თაობა) განახორციელეს.
პროექტში 3 თვის განმავლობაში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და ჩართული იყო 48 მასწავლებელი და 426 მოსწავლე, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
პროექტი მოსწავლეებს მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარა.
„ისწავლეს კითხვის სწორად დასმა, ახალი ინფორმაციის საფუძველზე მოსაზრებების შეცვლა, სხვადასხვა მედიის საშუალებით ეფექტური კომუნიკაციის დამყარება. ასევე ისწავლეს, თუ როგორ გაუმკლავდნენ დეზინფორმაციისა და ცრუ ამბებს. დაეუფლნენ ტექნოლოგიების უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენებას. ისწავლეს მედიაგზავნილების შექმნა სხვადასხვა ვებინსტრუმენტების გამოყენებით. პროექტში შეხვდნენ ცნობილ ადამიანებს და მათგან მოისმინეს საკითხის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, გაიგეს ბევრი მათთვის აქამდე უცნობი ფაქტისა თუ მოვლენის შესახებ. განიმტკიცეს თანამშრომლობითი მუშაობისა და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობების შესახებ ვიდეომასალებიც მომზადდა.