მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
3 პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ სცნო და დამსაქმებელს, მათ სასარგებლოდ 17 ათასი ლარის გადახდა დააკისრა - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ავრცელებს.
როგორც განმარტავენ, სასამართლო პროცესი თითქმის 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და გაიარა სამივე ინსტანცია. საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს განჩინებით გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
„გიული ლაღიძის, მაია ბურდულის და ქეთევან არძიანის გათავისუფლებას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან წინ უძღვოდა კონკურსის გამოცხადება, რომლის ვიდეო ჩანაწერებიც თან დაერთო საქმეს. ჩანაწერების ანალიზით ნათელი გახდა, რომ აღნიშნული კონკურსანტების შეფასება განხორციელდა მთელი რიგი დარღვევებით. გაურკვეველი დარჩა, რა პრინციპით შეფასდნენ პედაგოგები, მაშინ როცა, ფაქტობრივად შეკითხვებიც კი არ დაუსვეს. აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება წინასწარ იყო გადაწყვეტილი.
მოსარჩელეთა ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და ამჟამად მიმდინარეობის კიდევ რამდენიმე სასამართლო პროცესი“ - აღნიშნულია პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ სკოლებში იქნება ყველაზე მეტი ვიდეოკამერა - სია, სადაც 4 380 კამერას დაამონტაჟებენ
„მასწავლებლები განიცდიან - უმრავლესობა ამავე სკოლაში სწავლობდა და შემდეგ პედაგოგად დაბრუნდა... მათ მშობლიურ სკოლაში გაჩნდა ხანძარი! თუმცა ბავშვების ინტერესები უმთავრესია...“
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა