სიახლეები
სიახლეები

„წლები დასჭირდათ ტესტის შესადგენად და ჩვენ რამდენიმე თვით ადრე დაგვიდეს“ - მასწავლებლები საგამოცდო ლიტერატურის სირთულეზე საუბრობენ
12-01-2022
-
+


წამყვანი და მენტორის სტატუსის მსურველი მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების გამოცდა 2022 წლის ზაფხულში ჩატარდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაცია უკვე გაავრცელა და საგამოცდო პროგრამაც გამოაქვეყნა.

მასწავლებლის სახლმა პედაგოგებს „საქმე შეუმსუბუქა“ და საგამოცდო ლიტერატურას ერთად მოუყარა თავი. მასწავლებლები საგამოცდო ვრცელ მასალას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ 6 თვეში საგამოცდო მასალის დამუშავება შეუძლებელია. პედაგოგების თქმით, სამინისტრო მასწავლებელთა მოტივაციაზე კი არ ზრუნავს, პირიქით, ცდილობს, ნაკლებმა პედაგოგმა აიმაღლოს სტატუსი და შესაბამისად, გაზრდილი ხელფასის მიღება რაც შეიძლება ნაკლები მასწავლებლისთვის იყოს შესაძლებელი.

„ამდენი სისულელის პროგრამაში ჩადება ვის მოუვიდა თავში აზრად? ჩამონათვალიც ძლივს წავიკითხე ბოლომდე“.

„წლები დასჭირდათ საგამოცდო ტესტის შესადგენად და ჩვენ გამოცდამდე რამდენიმე თვით ადრე დაგვიდეს პროგრამა“

„მორიგი ქაღალდომანია. დავიწყე ლიტერატურის კითხვა და ყველა ნათარგმნი წიგნია, თან ქართულთან შეუსაბამოდ, შინაარსს ვერ გამოიტან. აბსურდია ეს ყოველივე“.

„მათი მიზანია, არ აგვიმაღლონ სტატუსები, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ“.

„წიგნად მაინც გამოსცენ, ეს ზღვა, აბსურდული მასალა ნორმალურად მაინც რომ წაიკითხონ მასწავლებლებმა“.

„ლიტერატურა უცხოური წიგნებიდან გადმოთარგმნილია, პროგრამული მასალა სრულიად შეუსაბამოა. ბიუჯეტი რა შუაშია დიდაქტიკასთან? რატომ უნდა იცოდეს მასწავლებელმა ის, რაც მის პროფესიას არ ეხება?“

ასეთია პედაგოგების შეფასებები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჯერჯერობით ტესტის ნიმუში არ გამოუქვეყნებია და არც ის იციან მასწავლებლებმა, რამდენია საგამოცდო ზღვარი. თუმცა ცნობილია, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველთათვის ერთი და იგივე ტესტი შედგება, ბარიერი კი განსხვავებული იქნება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები გამოქვეყნდა - სად უნდა ნახოთ ინფორმაცია და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა

„საავადმყოფოში მითხრეს, თუნდაც მთელი ყუთი თაგვის წამალი შეეჭამა, მაინც არაფერი დაუშავდებოდაო“

2025 წლის ტესტების ჩატარების განრიგი ცნობილია  - რეგისტრაციის ვადები და სხვა დეტალები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები

ბავშვებმა ინფორმაცია მიიღეს, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა

მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები მწერლის შემოქმედებიდან

განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, კარინე ჰარუთიუნიანმა VIII კლასში საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება