მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლა საუკეთესო სასკოლო პროექტის ავტორად დასახელდა.
ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე - „წყალი სიცოცხლის საწყისი“ იმუშავეს.
მთის სტატუსის მქონე საჯარო სკოლებმა, მათ შორის ხარაულის საჯარო სკოლამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს.
აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა პროექტების ანგარიშები წარადგინეს და მიღწეული შედეგები შეაფასეს.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე სპეციალურად დაკომპლექტებულმა ჟიურიმ პროგრამის მონაწილე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის 10 საუკეთესო პროექტის ავტორი სკოლა გამოავლინა, რომელთა შორისაა ხარაულის საჯარო სკოლა. სკოლებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო პროექტები სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. მათ შორის, ხელოვნების, სამოქალაქო განათლების, STEM-ის, წიგნიერების, მეწარმეობის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის მიმართულებებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია