სიახლეები
სიახლეები

რატომ აღვნიშნავთ მაცხოვრის შობას 7 იანვარს და არა, 25 დეკემბერს?
06-01-2022
-
+


შობის დღესასწაული  სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა. რას ნიშნავს „ძველი“ და „ახალი“ სტილი? რატომ ვზეიმობთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი - 25 დეკემბერს?

ქრისტეს შობამდე I საუკუნეში, 44 წელს, რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ეგვიპტელი მეცნიერების დახმარებით ახალი კალენდარი შემოიღო, რომლის მიხედვით წელიწადის პირველ დღედ 1 იანვარი გამოაცხადა.

IV საუკუნიდან, როდესაც იულიუსის კალენდარი მოექცა საეკლესიო მსახურების წიაღში, იგი უწმინდეს დღესასწაულთა აღმნიშვნელი გახდა. 325 წელს, ნიკეაში გამართულ მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე ამ საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. იქიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის კალენდრით, ანუ ძველი სტილით აღნიშნავს ყველა საეკლესიო დღესასწაულს.


ქრისტეშობა აღდგომის შემდეგ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. ჩვენში ეს 7 იანვარს აღინიშნება. ყოველმა მართლმადიდებელმა მორწმუნემ, რომელიც თავს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, უნდა იცოდეს, თუ რომელი კალენდრით ცხოვრობს მისი ეკლესია. ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, მხოლოდდამხოლოდ ძველი კალენდრის მიხედვით ვიზეიმოთ ქრიტეშობაც და სხვა ყველა ქრისტიანული დღესასწაულიც.


რაც შეეხება ახალ წელს, ეს საერო დღესასწაულია და ახალი სტილით 1 იანვარს შეესაბამება. საქართველოს ეკლესია საახალწლო პარაკლისს ძველი სტილით, 14 იანვარს იხდის და საგანგებო ლოცვასაც აღავლენს. 1 იანვარს, როდესაც საერო კალენდრით მთელ პლანეტაზე ახალი წელი დგება, საქართველოში არაეკლესიური ხალხი სუფრითა და ზეიმით ხვდება ამ  დღესასწაულს, მომარხულეები კი 7 იანვარს, ანუ ნამდვილ 25 დეკემბერს - ქრისტეშობას გაიხსნილებენ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება