მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა ერთ-ერთ საუკეთესო სასკოლო პროექტის ავტორად დასახელდა.
ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტზე - „წარმატების ფორმულა“ იმუშავეს.
მთის სტატუსის მქონე საჯარო სკოლებმა, მათ შორის ქვეშის საჯარო სკოლამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს.
აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა პროექტების ანგარიშები წარადგინეს და მიღწეული შედეგები შეაფასეს.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე სპეციალურად დაკომპლექტებულმა ჟიურიმ პროგრამის მონაწილე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის 10 საუკეთესო პროექტის ავტორი სკოლა გამოავლინა, რომელთა შორისაა ქვეშის საჯარო სკოლა. სკოლებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი მიდგომით შექმნეს ორთქლმავალი