- ტესტირებისთვის მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თვითონ იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?- მოსწავლეები ყოველ ხუთშაბათს ელოდებიან, მათ იციან, რომ ეს დღე ტესტირებისაა. ლიტერატურას წინასწარ ვეცნობით და ვემზადებით. თუ რომელიმეს რაიმე შესაბამისი ლიტერატურული რესურსი არ აქვს, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ.
კლასში 29 მოსწავლეა და ყველა მათგანი ტესტირებაში აქტიურადაა ჩართული. პირველი კლასის პირველივე დღიდან, არც ერთს არც ერთი თვე არ ჩაუგდია. კლასი
izrune.ge-ში ყოველთვიურად 100% ჩართული იყო.
არის ხოლმე რაღაც საკითხები, რასაც კითხვის ნიშნები დაესმის ხოლმე. რაც ამ პროექტში განსაკუთრებულად მომწონს არის ის, რომ ბავშვები ინფორმაციისა და კითხვებზე პასუხების მოძიებას სწავლობენ. სახელმძღვანელოებში ხშირად წერია, ინფორმაცია უნდა მოიძიონ,
izrune.ge-მ ეს გააადვილა, ბავშვებმა იციან როგორ და სად უნდა ნახონ ინფორმაცია. შედეგად, თქვენი და ჩვენი სკოლის თანამშრომლობამ ძალიან კარგ შედეგამდე მიგვიყვანა.
- რაც ტესტირებაში ჩართული ხართ, ამ 4 წლის განმავლობაში, არაერთი წარმატება მოიპოვეთ, რა არის თქვენი მიზანი, რასაც გინდათ, რომ მიაღწიოთ?- პირველ რიგში, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია - ურთიერთობებიც შეიცვალა. როდესაც საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, რაღაც საკითხს განიხილავენ, სხვა არის და როდესაც ასე დამატებით აქტივობას ახორციელებ, ეს სხვა მოტივაციას აძლევს მათ. თვითონ სიტყვა „სუპერ კლასიც“ იმდენად მოსწონთ და იმდენად უნდათ ყოველთვიურად წარმატებულები იყვნენ, რომ ამისთვის თავს არ ზოგავენ. „მომავლის კლასი“ - ამაში რაღაც მიზანს ხედავენ და ამისკენ ისწრაფვიან. ამაყად ვამბობ, რომ არც ერთი თვე არ ჩაგვიგდია.
- მშობლები რამდენად დაინტერესებული არიან ტესტების მიმდინარეობითა და შედეგებით?- ჩატი გვაქვს, სადაც მშობლები ერთმანეთს ეკონტაქტებიან. ისინი პროცესში ძალიან აქტიურად ერთვებიან, დაინტერესებულები არიან. ჩატში იწერება ხოლმე თუ ვინმეს რამე შეეშალა და უნდათ, რომ გამოასწორონ. 95 ქულასაც რომ მიიღებენ იმდენად განიცდის ხოლმე ზოგი, რომ რატომ 100 არაა. რამდენიმე მშობელს ჰქონდა პრეტენზია, რომ კითხვები ასაკობრივად შესაფერისი არ იყო, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, რომ ბავშვებმა თვითონაც უნდა მოიძიონ ინფორმაცია და ამით მეტად განვითარდნენ. ძალიან მომწონს, რომ სკოლა, ოჯახი, საზოგადოება - რაღაც სამკუთხედი შეიკრა და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის დირექტორ ბატონ პაატა ჩორგოლაშვილს, რომელმაც ამ პროექტში აქტიურად ჩართვის საშუალება მოგვცა. დირექტორი ძალიან დაინტერესებულია, ეს ბავშვებისთვისაც სტიმულია და ახარებთ.
- როგორ ხედავთ მოსწავლეთა განვითარების პროცესში დამრიგებლების როლს?- ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ დამრიგებელი მშობლებს როგორც მიაწვდის ინფორმაციას ნებისმიერი რამის მიმართ, ისე მიუდგებიან ისინიც. დამრიგებლის როლიც არის სწორად მიაწოდოს ინფორმაცია მათი შვილებისთვის რა შედეგს გამოიღებს ესა თუ ის აქტივობა. უნდა იცოდნენ სად ვართ სად მივალთ. მათ შედეგი უნდა დაინახონ. რაც
izrune.ge-ს ტესტებს ასრულებენ, ვამბობთ, რომ ბავშვები გაიზარდნენ, საუბრობენ ისეთი საკითხებზე, რაზეც იზრუნეში კითხვა დაისვა. მეუბნებიან, ეს კითხვა იყო, მე ეს პასუხი გავეციო. მათ მსჯელობა ისწავლეს, შემეცნებით კითხვებს სვამენ და მეც ჩართული ვარ, იმ მხრივ, რომ მინდა აქტიურები და წარმატებულები იყვნენ. თავიდან „მეგობრული კლასი“ დაგვერქვა და ბავშვებსაც შეეტყოთ, თითქოს გაერთიანდნენ. სულ ვთანამშრომლობთ მშობლებთან, ერთი ამბავია, აბა, არ დაგვავიწყდესო. ოჯახიც რომაა ჩართული ესეც მომწონს, მშობელსა და ბავშვს დამღლელი დღის შემდეგაც რომ ერთად სვამს - ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მგონია.
- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო მოსწავლეებს ისედაც არ უწევთ ბევრ აქტივობაში მონაწილეობა?- პანდემიის დროს, თავიდან, ონლაინ ვიყავით და ხშირად გაკვეთილების მერე დრო გამომიყვია, რათა ტესტირებისთვის მოვმზადებულიყავით. პანდემიამ ფიზიკური ურთიერთობები შეწყვიტა და ვირტუალურ სამყაროში გადაგვიყვანა, შეიძლება ითქვას, რომ
izrune.ge-ს ტესტებმა ბავშვებს, გაკვეთილის შემდეგ, ერთმანეთთან საუბარი არ დაავიწყა. ისინი ტესტებთან დაკავშირებით საუბრობდნენ, ხუთშაბათს ელოდებოდნენ. მშობლები იტყვიან ხოლმე, ხუთშაბათი დღეა და დღეს ავჟრიამულდებითო. ბავშვებს უნდათ, რომ მაღალი ქულა მიიღონ და ყოველთვის წარმატებულები იყვნენ.