მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის კვლავ აქტუალური რჩება სკოლებში დარჩენის თემა. იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2022 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე განათლების მიმართულებით ერთი წინადადებითაც არ უსაუბრია, სხდომის მიმდინარეობისას კომენტარებში პრაქტიკოსების საკითხმა მაინც წამოიწია.
„ყურადღება მიაქციეთ პენსიას მიახლოებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთაც 35 წლის პედაგოგიური სტაჟი აქვთ და ახლა სად წავიდნენ? ერთ კრედიტზე ვერ ჩააბარეს და ეხლა 10 კრედიტზე როგორ ჩააბარებენ? ამიტომ ადგილზე გადაამზადეთ ან შეამოწმეთ როგორ გაკვეთილებს ატარებენ. იქნებ უფრო კარგი მოსწავლეები ჰყავთ, ვიდრე სერთიფიცირებულებს. გთხოვთ პატივი სცეთ სტაჟს და ამდენწლიან მოღვაწეობას“.
„ბატონო ირაკლი ბევრი რამ კარგი მსმენია თქვენზე და დიდი იმედი მაქვს, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს არ გაწირავთ და არ ისურვებთ, რომ ვაშიმშილოთ ოჯახები, როცა სხვა რამ არ გვინდა, იმის გარდა, რომ ჩვენი პროფესიით გვამუშავოთ და შეგვინარჩუნოთ ადგილები. მადლობა“!
„რისთვის ამირიეთ ცხოვრება, წლები კუპონებზე ვიმუშავე და ახლა მაგდებენ სკოლიდან, განათლებაში ქაოსია და მოგვხედეთ, სად წავიდე შუა ზამთარში, ახალი წელი შხამად მიქციეს“.
„დაგვეხმარეთ პრაქტიკოსებს, ბატონო ირაკლი“!
„გილოცავთ შობა-ახალ წელს. გთხოვთ მიხედოთ და გვერდში დაუდგეთ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებმაც მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, მოსწავლეებს არაფერი აგრძნობინეს“.
„პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე დიდი სტრესი პრაქტიკოს პედაგოგებს დაატყდათ თავს“.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 5000-მდე პრაქტიკოს მასწავლებელს, ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა და ასევე ვერ აკმაყოფილებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამონაკლისი პრაქტიკოსი მასწავლებლების კრიტერიუმებს, სკოლის დატოვება მოუწევს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ სკოლებში იქნება ყველაზე მეტი ვიდეოკამერა - სია, სადაც 4 380 კამერას დაამონტაჟებენ
„მასწავლებლები განიცდიან - უმრავლესობა ამავე სკოლაში სწავლობდა და შემდეგ პედაგოგად დაბრუნდა... მათ მშობლიურ სკოლაში გაჩნდა ხანძარი! თუმცა ბავშვების ინტერესები უმთავრესია...“
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა