მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების რეფორმა მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, მის შესახებ პედაგოგიურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, სკოლებში სიახლეები მაინც ინერგება. განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, აღნიშნა, რომ არაერთი მზა რესურსი შესთავაზეს სკოლებს და მზად არიან თანამშრომლობისთვის:
„ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ძალიან ბევრი რესურსი მომზადდა მასწავლებლებისთვის და არა მარტო, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ რეფორმაში ჩართულ ყველა რგოლს, რომ რეფორმა წარმატებით განხორციელდეს. შესაბამისად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა შექმნილი რესურსის მოძიება შესაძლებელია სამინისტროს ოფიციალური გვერდზე, ზოგადი განათლების რეფორმის ფანჯარაში, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია: ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებასა და დანერგვის პროცესზე, რეფორმის მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგზე, შეფასებაზე, ანალიზსა და რევიზიაზე, საგნობრივ რესურსებზე, სადაც შეგიძლიათ იხილოთ: ტელემეგზურის გადაცემათა ციკლი (30 გადაცემა), რომელსაც უძღვებიან სამინისტროსა და საგნობრივი ექსპერტები, ელექტრონული რესურსები, რომელსაც მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყენებენ. საგნობრივი და ვიდეოგზამკვლევები, ტელესკოლის პროდუქტი „სამასწავლებლო“ და ბევრი სხვა რამ. გვერდი მუდმივად განახლების რეჟიმშია. სამინისტრო გახსნილია თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. იაქტიურეთ, მოგვმართეთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, წარმატებებს გისურვებთ!“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქართული ენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მათ დიდი ინტერესითა და მონდომებით წაიკითხეს სულხან-საბა ორბელიანის იგავები
აქტივობა სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად