მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებს სკოლაში მუშაობის პარალელურად, შეუძლიათ სხვა ისეთი საქმიანობით დაკავდნენ, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს პანდემიამ კიდევ უფრო გაამარტივა, რადგან ონლაინ - დისტანციურად საქმიანობის პრაქტიკა გაზარდა. შედეგად, ფაქტობრივად, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, რომ დამატებითი შემოსავლისთვის ონლაინ იმუშაოს.
გიზიარებთ, რამდენიმე გზას, რითაც მასწავლებელს დამატებითი ფინანსური სარგებელის მიღება შეუძლია.
გაყიდეთ თქვენი გაკვეთილის გეგმები
თუ გაკვეთილის კარგი გეგმები გაქვთ, შეგიძლიათ გაყიდოთ, თქვენი მეთოდები სხვებს გაუზიაროთ და სასარგებლო საქმის ნაცვლად თანხაც გამოიმუშაოთ.
ასწავლეთ ონლაინ
პანდემიის შემდეგ მოსწავლეების ონლაინ მომზადება განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ეს პედაგოგებისთვისაც მოსახერხებელია, ისინი დამატებით თანხას სახლიდან გაუსვლელად გამოიმუშავებენ.
დაწერეთ ელექტრონული სახელმძღვანელო
გაქვთ საოცარი სასწავლო გეგმა, რომლის გაზიარებასაც სხვა მასწავლებელები ყოველთვის გთხოვენ? შესაძლოა, დროა, რომ ელექტრონული სახელმძღვანელო დაწეროთ, თქვენი გამოცდილება და ცოდნა სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოთ და ამით დამატებითი ფინანსური სარგებელიც მიიღოთ.
სცადეთ ფრილანსერობა
არსებობენ კომპანიები და ვებსაიტები, რომლებიც თქვენ წერის კარგი უნარისთვის გადაგიხდიან. რაც მთავარია, სამუშაო ონლაინ უნდა შეასრულოთ და თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად ინტენსიურად ჩაერთვებით ამ საქმიანობაში.
მოძებნეთ სამსახური ნახევარ განაკვეთზე
იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის გამო, უმეტეს დროს ისედაც სახლში ვატარებთ, შეგიძლიათ, დისტანციური სამუშაო იპოვოთ. თუ ვაკანსიები არ დევს, მაშინ სასურველ ორგანიზაციას თავად დაუკავშირდით და საკუთარი კანდიდატურა შესთავაზეთ.
ჩაერთეთ საზღვარგარეთ სწავლების პროგრამაში
დღესდღეობით, სახლიდან გაუსვლელად სწავლა საზღვარგარეთაც შეგიძლიათ. ასე რომ, დარეგისტრირდით სასწავლო პროგრამებზე. ეს დაგეხმარებათ, რომ პროფესიული უნარები გაიუმჯობესოთ და შემდგომ უკეთესი ანაზღაურებაც მიიღოთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.