მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანისთვის ერთი დღე რჩებათ - 11 იანვარს 23:59 საათამდე, მათ საშუალება ექნებათ, ნებისმიერი, სასურველი ცვლილება ბაზაში ასახონ და დაადასტურონ, ხოლო დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ჟურნალი ავტომატურად დაიხურება.
„საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგების განსხვავებული თარიღის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 22 დეკემბრის N1402796 ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2021-2022 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები განისაზღვრა 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით. შესაბამისად 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასრულდა 2021 წლის 28 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ელექტრონულ ჟურნალში უნდა უზრუნველყონ მოსწავლეების შეფასებებისა და დასწრების ასახვა.
მას შემდეგ, რაც მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ყველა მოსწავლის ჭრილში ზუსტია, მათ უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დადასტურება N1 დანართით წარმოდგენილი ინსტრუქციის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ ჟურნალის დადასტურების ფუნქცია უკვე აქტიურია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის და დადასტურების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 იანვარი. აქვე გაცნობებთ, თუ მასწავლებელი აღნიშნულ რიცხვამდე არ უზრუნველყოფს ჟურნალში ინფორმაციის დროულ ასახვასა და მის დადასტურებას, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე“, - აღნიშნულია, „ემისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეტალური ინსტრიქციისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ დანართები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სურამის N4 საჯარო სკოლაში ხანძარია - დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს
„რესურსცენტრი თვალყურს ადევნებს სკოლას და უფლებამოსილია, გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე...“
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
აქტივობა სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად
ბავშვებმა შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მზის შვილების შესახებ და ასევე, საინტერესოდ დააკავშირეს მათემატიკასთან თარიღი
კლასის დამრიგებელმა, ნათელა ნატმელაძემ, პირველკლასელებს გაუზიარა დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციული მასალები