სიახლეები
სიახლეები

„რეკომენდაცია, რომ სკოლებთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, არ არსებობს“
11-01-2022
-
+


არდადეგების დასრულებასა და სასწავლო პროცესის ფორმატთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დამატებითი განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ დამატებითი სიფრთხილე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, საჭირო არ არის. 

​„ჯერჯერობით, ამ სიტუაციაში, როგორშიც ჩვენ ვართ, სკოლებში სასწავლო პროცესი ისევე უნდა გაგრძელდეს, როგორც დაგეგმილია. სკოლა ყველაზე გვიან უნდა იხურებოდეს და ყველაზე ადრე უნდა უბრუნდებოდეს ჩვეულ ფუნქციონირებას - ესაა ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის რეკომენდაცია და ჩვენაც გავყვებით მას.

რეალურად, სკოლები უკვე კარგად არიან მომზადებულები სიტუაციის მართვისთვის; მათ თავად შეუძლიათ, ადგილზევე გამოავლინონ ინფიცირებული, ჩაატარონ ეპიდკვლევა, მოახდინონ ადგილობრივი მენეჯმენტი და თუ საჭიროა, კლასი გადაიყვანონ დისტანციურზე - ეს ეტაპები გავლილია და ვფიქრობ, ძალიან კარგადაა ადაპტირებული საგანმანათლებლო გარემო იმისთვის, რომ სწრაფი რეაგირება უზრუნველყოს. ვიმეორებ -  ჯერჯერობით ეს პროცესი, როგორც იყო დაგეგმილი, ისე გაგრძელდება და რეკომენდაცია - სკოლებთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, არ არსებობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სურამის N4 საჯარო სკოლაში ხანძარია - დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს

„რესურსცენტრი თვალყურს ადევნებს სკოლას და უფლებამოსილია, გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე...“

სააღდგომო არდადეგები სკოლებში - დასვენების დღეების რაოდენობა ცნობილია

მასწავლებლის თანამდებობის სახეების ჩამონათვალი და პროფესიული სტანდარტი

სოციალურ შემწეობას 16 წლამდე ასაკის 250 088 ბავშვი იღებს - ოფიციალური სტატისტიკა

პიროვნება
სკოლები

აქტივობა სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად

ბავშვებმა შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მზის შვილების შესახებ და ასევე, საინტერესოდ დააკავშირეს მათემატიკასთან თარიღი

კლასის დამრიგებელმა, ნათელა ნატმელაძემ, პირველკლასელებს გაუზიარა დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციული მასალები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება