სიახლეები
სიახლეები

საკადრო ცვლილება განათლების სამინისტროში - ჩხენკელს ახალი მოადგილე ჰყავს
11-01-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა. პირველი მოადგილე სამინისტროში კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.

ამ პოზიციის დაკავებამდე  თამარ მახარაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, როგორებიცაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 2019 წლიდან, მანამდე კი წლების განმავლობაში ეკავა დირექტორის მოადგილის პოზიცია; იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი; საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე;

თამარ მახარაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგის (ებრაისტი) კვალიფიკაცია და მაგისტრის აკადემიური ხარისხი. გახლდათ გიორგი წერეთლის სახელობის სტიპენდიატი. გავლილი აქვს სტაჟირება იერუსალიმის ჰარ-ჰაცოფიმის უნივერსიტეტში. გაიარა თსუ-ს ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეული ფილოლოგიის განხრით.

თამარ მახარაშვილს 1997 წლიდან დღემდე კვლევის ძირითად სფეროში გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, ასევე გავლილი აქვს ისრაელის სარ ჰა არონის კურსები სამთავრობო უწყებებში მართვა-მენეჯმენტის მიმართულებით.

თამარ მახარაშვილი გახლავთ ებრაულ ენაზე გამოცემული „დედა-ენის“ ავტორი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მიხედვით, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის შეიქმნა.

რაც შეეხება მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ეკატერინე დგებუაძე განათლების მიმართულებით მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელებს, სადაც სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ინკლუზიური განათლების მიმართულებას უხელმძღვანელებს.

მნიშვნელოვანი ცვლილებაა პროფესიული განათლების სფეროში, სადაც გასულ წელს  სისტემის მართვის ინოვაციური მოდელი დაინერგა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული. შეიქმნა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ერთობლივად დააფუძნეს. ამიერიდან, პროფესიული განათლების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებლობას  სახელმწიფო და კერძო სექტორი გაინაწილებს.

საჯარო-კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებულმა საბჭომ უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორად 5 წლის ვადით აირჩია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის პროფესიული განათლების რეფორმის განხორციელებაში. ქიტიაშვილი 2021 წლის აპრილიდან, სააგენტოს განვითარების საწყის ეტაპზე, მინისტრის მოადგილის თანამდებობასთან ერთად ითავსებდა სააგენტოს დირექტორის ფუნქციებს.

2022 წლიდან აქტიურ ფაზაში გადადის პროფესიული უნარების სააგენტოს ფუნქციონირება, რაც საჭიროებს როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციათა რესურსის მობილიზებასა და პროფესიონალთა გუნდის ფორმირებას. თამარ ქიტიაშვილი მინისტრის მოადგილის პოზიციას დატოვებს და პროფესიული განათლების რეფორმის მასშტაბის, ასევე სფეროს მართვის ახალი მოდელის გათვალისწინებით, სააგენტოს გაუძღვება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე იქნება, რომელიც ამავდროულად პროფესიული განათლების მიმართულების კურატორის ფუნქციასაც შეითავსებს.

იხილეთ ასევე:
სად წავიდა ეკა დგებუაძე - დიდი ცვლილებები სამინისტროში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და  „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

რა ინიციატივით გამოვიდა ალექსანდრე წულაძე და რა ცვლილების შეტანა სურს მას სასწავლო პროგრამაში 

სამინისტრო სკოლებში გამოცდებს აბრუნებს - როგორ იმოქმედებს ქულები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე

პიროვნება
სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს კოლეგიალურობას და გუნდურ მუშაობას
სკოლები

მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

მოსწავლეებმა მრავალმხრივი, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს

მოსწავლეებმა მუზეუმში ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხეს

საინტერესო
„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

სიახლეები
საზოგადოება