სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები

„ეტალონის“ გამარჯვებული დევი ონიანი იელის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
12-01-2022
-
+


„ეტალონელი“, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ვაკის რაიონის 2015-2016 წლის გამარჯვებული დევი ონიანი, იელის უნივერსიტეტეში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა და სწავლას სექტემბრიდან ქიმიის სადოქტორო პროგრამაზე განაგრძობს.

დევის წარმატება ნათელი დადასტურებაა, რომ სასკოლო ცხოვრებაში არაფორმალურ განათლებას და „ეტალონს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

Etaloni.ge დევი ონიანს მიღწეულ წარმატებასა და მიზნებზე ესაუბრა.

„თავიდანვე მიზნად არ მქონდა იელი დასახული, მხოლოდ ვაკეთებდი იმას, რასაც საჭიროდ ვთვლიდი განვითარებისთვის და როდესაც უკვე გადავწყვიტე რომ იელში მსურდა ქიმიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლა, ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო. საკმაოდ დიდი წინსვლაა ჩემთვის აკადემიურად. როგორც იცით იელი ერთერთი მოწინავე უნივერსიტეტია როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მსოფლიოში, მაგრამ მთავარი მამოძრავებელი, რომ აქ მოვხვედრილიყავი, იყო მანდ ჩატარებული კვლევები. იელის პროფესორების კვლევითი ინტერესები ზუსტად ემთხვეოდა ჩემსას და სწორედ ამიტომ მიხარია აქ მოხვედრა“.

დევი ონიანი მის წარმატებაში არაფორმალური განათლების  როლზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ და მსგავსი პროექტები ნამდვილად უწყობს ხელს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.

„არაფორმალურ განათლებას რაც შეეხება, ვფიქრობ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ შემთხვევაში ასე უკეთ ითვისებს ცოდნას ადამიანი. ჩემი ინტერესი STEM საგნებში სწორედ არაფორმალური განათლების სხვადასხვა ფორმებმა ჩამისახა. „ეტალონი“ და მსგავსი ქვიზ-შოუები კი კარგი მაგალითებია არაფორმალური განათლების ტიპებიდან, შეჯიბრი მოტივაციას აძლევს მოსწავლეს რომ სწორად გასცეს და შესაბამისად მეტიც ისწავლოს, ხოლო შეცდომის შემთხვევაში კი, სწორი პასუხი არასდროს ავიწყდება“, - აღნიშნა დევი ონიანმა.      

დევიმ თავის დროზე ერთიანი-ეროვნული გამოცდებიც უმაღლეს ქულებზე ჩააბარა. როგორც პედაგოგები აღნიშნავდნენ, დევი ძალიან კარგი მოსწავლე იყო, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებისკენ მიდრეკილი, ძალიან კარგად სწავლობდა ფიზიკასა და მათემატიკას. აღსანიშნავია, რომ ფლობს სამ ენას - ინგლისურს, რუსულსა და ფრანგულს.


ჩვენი გუნდის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ „ეტალონელ“ დევის საამაყო მიღწევებს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ. 


  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება