სიახლეები
სიახლეები

„არ გავუშვათ ბავშვები სკოლაში თუ...“ - თამარ გაბუნიას განმარტება
12-01-2022
-
+


„არ გავუშვათ ბავშვები სკოლაში თუ არიან ავად“,- განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, სწრაფი და ანტიგენ ტესტები შესაძლოა ცრუ უარყოფითი იყოს. ამიტომაც, ყველას, ვისაც დამახასიათებელი სიმპტრომი აქვს, სიფრთხილისკენ და იზოლაციისკენ მოუწოდებს. მათ შორის სკოლის მოსწავლეებსაც. თუ მოსწავლეს სიმპტომები აქვს და კოვიდ ტესტზე პასუხი უარყოფითია, უმჯობესია, რომ სახლში დარჩეს.  

„ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია დიაგნოსტიკური საშუალებების შესახებ, რომელიც მიუთითებს, რომ ადრეულ ეტაპზე, როცა პირს შეიძლება აქვს სიცხე, სურდო, ხველა, ანუ დამახასიათებელი სიმპტომები, გაიკეთებს ანტიგენ ტესტს ან პისიარს და შესაძლოა, იყოს ცრუ უარყოფითი პასუხი. ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი ყველა ტესტს აქვს დღევანდელ პირობებშიც ამიტომ ჩვენ გვიწევს კიდევ კლინიკური ანალიზი. ამ შემთხვევაშიც, მთავარი ნიშანი ადამიანისთვისაც და კლინიკური სექტორისთვისაც, იქნება სიმპტომები, თუ სიმპტომები გვაქვს, ანუ თავს შეუძლოდ ვგრძნობთ, ხველა, ტემპერატურის მომატება და ტესტი არის უარყოფითი, მაინც პირი უნდა იყოს იზოლაციაში, ნებისმიერი გრიპის შემთხვევაში, ყველა გრიპის ვირუსი გადამდებია და შესაძლოა, რისკი იყოს სხვისთვის, ნუ დავიწყებთ იმის ძიებას, როდის იქნება ტესტი დადებითი და შეიძლება, ვიმოძრაოთ თავისუფლად ქუჩაში, სამსახურში და გვქონდეს კონტაქტი სხვებთან, ასეთ დროს მთავარი იქნება, ადამიანი დარჩეს სახლში, არ გავუშვათ ბავშვები სკოლაში თუ არიან ავად და დავიცვათ გავრცელებისგან“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ახლა სკოლებში ზამთრის არდადეგებია, მოსწავლეები სასწავლო პროცესს 17 იანვარს უნდა დაბრუნდნენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები გამოქვეყნდა - სად უნდა ნახოთ ინფორმაცია და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა

„საავადმყოფოში მითხრეს, თუნდაც მთელი ყუთი თაგვის წამალი შეეჭამა, მაინც არაფერი დაუშავდებოდაო“

2025 წლის ტესტების ჩატარების განრიგი ცნობილია  - რეგისტრაციის ვადები და სხვა დეტალები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები

ბავშვებმა ინფორმაცია მიიღეს, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა

მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები მწერლის შემოქმედებიდან

განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, კარინე ჰარუთიუნიანმა VIII კლასში საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება