სიახლეები
სიახლეები, მსოფლიო

5 საგანმანათლებლო ტენდენცია: რა ელოდებათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 2022 წელს
13-01-2022
-
+


2021 წელი განათლების სფეროში ცვლილებებით გამოირჩეოდა. პედაგოგები სწავლებისას ეძებდნენ ახალ მიდგომებს და იყენებდნენ არასტანდარტულ მეთოდებს. 2022 წელსაც ახალ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, რაღაც დარჩება ძველებურად, რაღაც კი კარდინალურად ახალი იქნება.

წაიკითხეთ, თუ რა საგანმანათლებლო ტენდენციები იქნება აქტუალური 2022 წელს:

მეტი გაციფრულება

​დისტანციურ და შერეულ სწავლებას მთელი მსოფლიო აქტიურად იყენებს. თუ თავიდან მას სასკოლო საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებდა, ახლა ყველაფერი შეიცვალა და ტენდენციად იქცა. მარტივი ვიდეოლექციებიდან მასწავლებლები მუშაობის უფრო ეფექტურ ფორმატზე გადავიდნენ, რომელიც სასწავლო პროცესის მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. 

ამასთან, სკოლები სასწავლებლად უფრო ხშირად იყენებენ სხვადახვა ონლაინ პლატფორმებს, ინტერნეტ რესურსებსა და აპლიკაციებს. 

მოქნილი უნარები (Soft skills)

დამქირავებლები სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ე.წ. მოქნილ უნარებს. კერძოდ: 

  • კრიტიკულ აზროვნებას;
  • კრეატიულობას;
  • გუნდურ მუშაობას;
  • პრობლემების გადაჭრის უნარს.
ამიტომ თუ მასწავლებელს სურს მოსწავლეები წარმატებულ ადამიანებად აღზარდოს, აუცილებელია სწორედ მოქნილი უნარები განუვითაროს. 

მომავალში მეტად დაფასდებიან ადამიანები, რომლებიც ახალ პირობებს ეფექტურად ერგებიან, სწავლას მთელი ცხოვრება აგრძელებენ და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს პოულობენ. 

ამბის თხრობის ხელოვნება და ვიზუალიზაცია

თანამედროვე სამყაროში მოსწავლეებს კონცენტრაცია და ყურადღების დიდხანს შენარჩუნება უჭირთ. ამ პრობლემას პედაგოგები მთელ მსოფლიოში აწყდებიან.

თანამედროვე ბავშვების ყურადღების მიპოვება მარტივი არ არის, მაგრამ აქ საუკეთესო დამხმარე „სთორითელინგია“ (ამბის თხრობის ხელოვნება). საჭიროა სრულყოფილი სიუჟეტი, ინტრიგა, ვიზუალიზაცია და პედაგოგის ბრწყინვალე მონოლოგი. ამიტომ, იმისთვის, რომ მოსწავლეთს ყურადღება შეინარჩუნოთ, გარჯა მოგიწევთ. 

ვირტუალური და დამატებითი რეალობა



ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანმანათლებლო ტრენდია, რომელიც სასწავლო პროცესის შესახებ წარმოდგენას სრულიად ცვლის. ვირტუალური და დამატებითი რეალობა სწავლებისას თამაშისა და ინტერაქტივის ელემენტების დამატების საშუალებას იძლევა მას უფრო გამომსახველობითსა და უდაოდ, უფრო საინტერესოს ხდის. 

ის ეხმარება მოსწავლეებს:

  • მარტივად აითვისონ ძალიან რთული სასწავლო თემებიც კი;
  • სასწავლო პროცესზე მარტივად კონცენტრირდნენ;
  • გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში. 

მასწავლებლები კი ვირტუალური რეალობის წყალობით იღებენ შესანიშნავ შესაძლებლობას მიაწოდონ მოსწავლეებს რთული თეორია მარტივად, მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია მისცენ და უბრალოდ, გაკვეთილები უფრო მეტად საინტერესოდ აქციონ. 

გეიმიფიკაცია (Gamification - თამაშის ელემენტების დანერგვა)

გეიმიფიკაცია წელსაც მსოფლიო ტრენდია. ყველაზე ხშირად სწორედ თამაშის ელემენტების არსებობა აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებისა და სასწავლო ტესტების შესრულების მოტივაციას, ასევე რთული თემების და შესწავლილი მასალის გაგების შესაძლებლობას. 

ასე, რომ 2022 წელი მასწავლებლებს ბევრ ახალ შესაძლებლობასა და პერსპექტივას აძლევს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები გამოქვეყნდა - სად უნდა ნახოთ ინფორმაცია და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა

„საავადმყოფოში მითხრეს, თუნდაც მთელი ყუთი თაგვის წამალი შეეჭამა, მაინც არაფერი დაუშავდებოდაო“

2025 წლის ტესტების ჩატარების განრიგი ცნობილია  - რეგისტრაციის ვადები და სხვა დეტალები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები

ბავშვებმა გვირგვინით შეამკეს დაღუპულ მეომართა მემორიალი

მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები მწერლის შემოქმედებიდან

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება