მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს განათლების მინისტრი ელვის სისწრაფით ცვლის. ამჯერად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ცვლილება შევიდა წესში, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციას და მასწავლებლობის პერიოდის გავლის წესს არეგულირებს.
მინისტრის ბრძანებით მუხლიდან მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირები ამოიღეს გარდამავალი დებულებები, კერძოდ 2023 წლამდე მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი პირი, რომელსაც ჰქონდა არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ეს წესი ვრცელდებოდა ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებზეც.
ამ წესით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი იყვნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმებამდე ჩაებარებინათ იმ საგნის გამოცდა, რომლის სწავლებაც სურდათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ბრძანებით, რომელიც უკვე ძალაშია ზემოთ აღნიშნული დებულებები გაუქმდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები გამოქვეყნდა - სად უნდა ნახოთ ინფორმაცია და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ბავშვებმა გვირგვინით შეამკეს დაღუპულ მეომართა მემორიალი
განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, კარინე ჰარუთიუნიანმა VIII კლასში საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა