სიახლეები
სიახლეები

„17-ში სწავლას დასწრებითად ვიწყებთ - მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“ - სკოლის დირექტორები სწავლის განახლების ფორმატთან დაკავშირებით
12-01-2022
-
+


ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 17 იანვარს საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები სრულდება და მეორე სემესტრი იწყება. არსებული ეპიდვითარებიდან და კოვიდის ახალი შტამის „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელებიდან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილს უჩნდება კითხვა, თუ რა ფორმატში გაგრძელდება სწავლა მეორე სემესტრიდან - დასწრებით თუ ონლაინ. Etaloni.ge სხვადასხვა სკოლის დირექტორს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია რას ფიქრობენ ისინი სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით.

ირინა ხელისუფალი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეპიდვითარება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირია. ჩვენთან ახლა სიმშვიდეა, სიტუაციას ვაკონტროლებთ. ჯერჯერობით საგანგაშო ვითარება არ არის. აქ წაღვერში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და შესაბამისად, ზოგადი ვითარებაც ვიცით. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია მოსწავლისა და პედაგოგის ჯანმრთელობა. ამ ეტაპზე, არ გვაქვს ისეთი ვითარება, რომ ონლაინ გადავიდეთ, თუმცა თუ მთავრობიდან ან ჯანდაცვის სამინისტროდან მითითებას მივიღებთ, ცხადია, ამას გავითვალისწინებთ. სკოლაში ყველა საჭირო ინვენტარი გვაქვს, ექიმიც გადამზადებულია. მშობლებთანაც უშუალო კავშირი გვაქვს“.

მაია ახალაია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენ სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში - დასწრებითად ვიწყებთ. არანაირი შეფერხება არ გვაქვს, რომ სწავლა დასწრებითად არ დავიწყოთ. ჯერჯერობით, ასეთი ვითარებაა, ყველანაირად მზად ვართ, რომ სასწავლო პროცესი სკოლაში დავიწყოთ“.

ნათია სულავა, ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი:

„მიმაჩნია, რომ სკოლებში ბავშვები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. მით უმეტეს, ახლა ჩვენს ქალაქში არ არის ისეთი რთული მდგომარეობა, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში არ გაგრძელდეს. მით უფრო, რომ მოსწავლეებს შემდეგ სწავლის ფორმატის არჩევა შეუძლიათ. მე შემიძლია ყველას მოსაზრება გითხრათ, რომ ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ თუკი ბავშვი ჯანმრთელია და არანაირი ინფექციური დაავადება არ აქვს, იაროს სკოლაში და სრულფასოვანი განათლება მიიღოს. ონლაინ სწავლება ექსტრემალური მდგომარეობის დროს გამოსაყენებელია და ასეთი მდგომარეობა ჩვენ ამ წუთში არ გვაქვს“.

ირმა კაპანაძე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„სკოლაში ყველა პირობა გვაქვს დაცული იმისთვის, რომ რეკომენდაციები დავიცვათ. სკოლები განათლების სამინისტრომ შესაბამისი აღჭურვილობით მოამარაგა. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა წესი დავიცვათ და სკოლაში ვირუსის გავრცელების შემთხვევები, ფაქტობრივად, არ გვაქვს. უფრო მეტი საფრთხე აუცრელი მშობლებისგან მოდის. დასწრებითი სწავლებისგან ონლაინ სწავლების ხარისხი ძალიან განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვცდილობთ, პირდაპირ სწავლებას ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობ, რომ ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და დასწრებითად ვისწავლოთ. ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელება, რა თქმა უნდა, საფიქრალია, მაგრამ, მაინც, მე ასე ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე დავიწყოთ დასწრებითი სწავლებით და თუ ვერ გავუმკლავდებით და სიტუაცია გართულდა, მერე ვიფიქროთ ონლაინზე“.

სოფიკო ჯანაშია, თბილისის N31 საჯარო სკოლის დირექტორი:

„მე ვფიქრობ, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს. თანაც, მშობლებსა და მოსწავლეებს აქვთ არჩევის უფლება. ვისაც ენდომება ონლაინ დარეგისტრირდება და ისე ისწავლის და ვინც არა - სკოლაში ივლის. ასე მოსწავლეებისთვისაც უმჯობესია“.

ნანა კვარაცხელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემი სკოლის თითოეულ მასწავლებელსა და თავად მეც მაქვს სურვილი, რომ სწავლა 17 იანვარს დასწრებითად გავაგრძელოთ. არანაირი ხელისშემშლელი პირობები არ არსებობს და ყველანაირად მზად ვართ, რომ სასწავლო პროცესი სკოლაში განვაგრძოთ. ასე იქნება უმჯობესი მოსწავლეებისთვის“.

თემურ დანელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ახლა ჩვენთან არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ რაიმე საგანგაშო იყოს, ამიტომაც სწავლას დასწრებითად ვიწყებთ. ეს მოსწავლეების ინტერესებისთვის უკეთესია და ამისთვის მზად ვართ. ყველაფრით უზრუნველყოფილნი ვართ და შესაბამისი რეკომენდაციების დაცვაც შეგვიძლია“.

ნანა ინასარიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენ ვაპირებთ, რომ სწავლა დასწრებით ფორმატში დავიწყოთ. ბევრად გვირჩევნია დასწრებითი ფორმატი და მინდა გითხრათ, რომ ამისთვის მზად ვართ. ჩვენთან კოვიდის მხრივაც არაა მძიმე მდგომარეობა. სკოლაში ყველა საჭირო სადეზინფექციო ნივთით უზრუნველყოფილნი ვართ“.

რიტა გოგიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ყველანაირად მზად ვართ, რომ სწავლა დასწრებით ფორმატში დავიწყოთ. კოვიდის შემთხვევები არ გვაქვს, დეზინფექციაც ჩავატარეთ და 17-ში დასწრებითი ფორმატით ვიწყებთ. სკოლისა და მოსწავლეთა შედეგზე გასვლისთვის, უკეთესია, რომ სწავლა პირისპირ მიმდინარეობდეს. ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეები ჰიბრიდულზეც  გვყავდეს. შარშან 2 ასეთი მოსწავლე გვყავდა და ამ სემესტრიდან როგორც მოისურვებენ, ისე განაგრძობენ სწავლას“.

ლია თოფურია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სკოლებმა რაც შეიძლება მკაცრად უნდა დაიცვან რეგულაციები. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ აუცილებელია პირბადის ტარება, სკოლებში სანიტარული ნორმების დაცვა და რეკომენდაციების გათვალისწინება. ასევე, აუცილებელია, რომ სასწავლო რეჟიმი საკლასო ოთახებში დაიწყოს. მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია, 17-ში სწავლას დასწრებითად ვიწყებთ“.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს ანაზღაურება გაეზრდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს

ეროვნული გამოცდების ტესტის ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია NAEC-მა გაავრცელა 

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

„მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არიან მეგობრულები, აქვთ აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან და მასწავლებლებთან“

სკოლები

პატარებმა შემოდგომის თემაზე ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს
 ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქტივობა - „ყველა ბავშვს აქვს უფლება წიგნი იყოს მისთვის სასწაულივით“ 

აქტივობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო აღმოჩნდა

პატარებმა წვიმა მუსიკალურად აამღერეს, იმღერეს, იცეკვეს და იმხიარულეს
საინტერესო

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება