მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იმისთვის, რომ დიდებული მასწავლებელი გახდეთ, უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, თუმცა თანხმდებიან, რომ ამის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი საკუთარი საქმის სიყვარულია. სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია არამხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლესა და პედაგოგს შორის ურთიერთპატივისცემა. იმისთვის, რომ ამას მიაღწიოთ და დიდებული მასწავლებელი გახდეთ, რამდენიმე მეთოდს გიზიარებთ,
ნდობის ფაქტორი
უმნიშვნელოვანესია, რომ მოსწავლეები თქვენი სახით დასაყრდენს ხედავდნენ და გენდობოდნენ. იმისთვის, რომ ჯანსაღი სასწავლო გარემო შეიქმნას, მასწავლებლებს მოსწავლეებთან ისეთი ურთიერთობების დამყარება უნდა შეეძლოთ, რომ ისინი ენდობოდნენ. ეს პედაგოგის სამუშაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შრომატევადი ფუნქციაა. მან უნდა შეძლოს და მოსწავლეებთან გულწრფელი იყოს.
იყავით მომთმენი, მზრუნველი და კეთილი
მოსწავლეების მიმართ მზრუნველები და მომთმენები იყავით. კვლევებით დასტურდება, რომ მოსწავლეთა განწყობა მათი სწავლის ხარისხზეც აისახება. ამიტომაც, შეეცადეთ, რომ მათ გაუგოთ და თითოეული საქციელის მიზეზეს მიხვდეთ.
იყავით კარგი მსმენელები
მოსწავლესთან კომუნიკაცია მაშინ არ მთავრდება, როდესაც მასწავლებელი საუბარს ამთავრებს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მოსწავლეების მოსმენაც ისწავლოთ. გაიგეთ, რა აწუხებთ მათ. მოსმენა ის უარია, რაც მათთან ურთიერთობისას ყველაზე მეტად გამოგადგებათ. თუ გეცოდინებათ, თითოეული მოსწავლის შესახებ, მაშინ მათთვის სწავლებაც გაგიადვილდებათ და საუკეთესო შედეგზე გახვალთ.
კარგი მასწავლებლები გაკვეთილში მთლიანად ჩართულები არიან
საგაკვეთილო პროცესში ჩართვა მხოლოდ გაკვეთილის ახსნას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეების იუმორისაც გესმოდეთ, ჩაერთოთ მათ ხუმრობებში. გაკვეთილში ჩართული პედაგოგი სხვადასხვა კლასში შეიძლება სხვადასხვანაირად იქცეოდეს, ეს დამოკიდებულია მოსწავლეთა ასაკზე. მაგალითად, თუ დაწყებით კლასებში ის მოსწავლეებს თამაშით ასწავლის, მაღალ კლასებში უნდა შეძლოს და ნასწავლის რეალურ გარემოში გადატანასა და ზოგადად, მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბროს.
კარგი მასწავლებლები თავიანთ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებენ
ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარების სურვილი კარგი მასწავლებლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. პედაგოგმა საკუთარი გამოცდილება არამარტო მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც უნდა გაუზიაროს. თუ მან რაიმე მეთოდის გამოყენებით კლასთან წარმატებას მიაღწია, კარგი იქნება თუ ამ პრაქტიკას კოლეგებსაც გაუზიარებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.