სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რა შემთხვევაში ვერ მიიღებს მასწავლებელი ანაზღაურებას ჩატარებული ონლაინ გაკვეთილების შესაბამისად? - დამატებითი განმარტება პედაგოგებისთვის
29-01-2022
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ II სემესტრის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა და განმარტა, თუ რა შემთხვევაში ვერ მიიღებს მასწავლებელი ონლაინ გაკვეთილებისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას.

დისტანციური სწავლების მსურველთათვის სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს 00:00 საათზე გაიხსნა. მოსწავლეები, რომლებიც დისტანციურ სწავლებას აირჩევენ, დაუყოვნებლივ უნდა გადანაწილდნენ ონლაინ ჯგუფებში. გაკვეთილები, განრიგში ცვლილების დროს, არ უნდა წაიშალოს, უნდა მიეთითოს გაუქმება და არა წაშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილები ვერ აღირიცხება და შესაბამისად, ის ანაზღაურებას ვერ მიიღებს.

„გაცნობებთ, რომ აქამდე ონლაინ სწავლებაზე დარეგისტრირებული მოსწავლეები უნდა დარჩნენ ონლაინ ჯგუფებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ 2022 წლის 13 იანვარს განხორციელდება მათი რეგისტრაციის გაუქმება. ამასთან, ხსენებულ თარიღში დარეგისტრირებული მოსწავლეები დაუყოვნებლივ უნდა იქნან გადანაწილებულნი შესაბამის ონლაინ ჯგუფებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ონლაინ ჯგუფების შექმნა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა დროული გადანაწილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასწავლებლის დანამატის დათვლის მიზნებისთვისაც. ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საგაკვეთილო განრიგში ნებისმიერი სახის ცვლილების განხორციელებისათვის, უნდა მიმართოთ გაკვეთილის გაუქმებისა და არა წაშლის ფუნქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, წაშლილ გაკვეთილზე მასწავლებლის დანამატის დათვლა ვერ განხორციელდება“, - აღნიშნულია „ემისის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება