მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სკოლების დახურვის კიდევ ერთი ტალღა დამღუპველი იქნება ბავშვებისთვის“, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ჰენრიეტა ფორეს განცხადებაში.
UNICEF-ის ხელმძღვანელი მსოფლიოში „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს მთავრობებს, ყველაფერი იღონონ, რომ თავიდან აიცილონ სკოლების მასობრივი დახურვა.
ჰენრიეტა ფორეს განცხადებით სკოლების ხანგრძლივმა დახურვამ გაანადგურა განათლებაში ათწლეულობით მიღწეული პროგრესი და შეცვალა ბავშვობა.
„ომიკრონის ვარიანტის გავრცელების გამო კორონავირუსის შემთხვევები კვლავ იმატებს მთელ მსოფლიოში. მზარდი გაურკვევლობის ფონზე, ბევრი მთავრობა ფიქრობს, დატოვოს თუ არა სკოლები ღია. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: „მტკიცებულება ნათელია: სკოლების გახანგრძლივებულმა, ქვეყნის მასშტაბით დახურვამ; რესურსების შეზღუდვამ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის და დისტანციური სწავლებაზე არათანაბარმა ხელმისაწვდომობამ გაანადგურა განათლებაში ათწლეულობით მიღწეული პროგრესი და სრულიად შეცვალა ბავშვობა. ბავშვთა შრომის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ჩრდილოვანი პანდემია მძვინვარებს“, - აცხადებს ჰენრიეტა ფორე.
მისივე თქმით ბავშვებმა დაკარგეს უსაფრთხოების განცდა და ურთიერთობების შესაძლებლობა, რაც მათი სოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
„სკოლების დახურვის შედეგად, განათლების გარდა, ბავშვებმა ასევე დაკარგეს უსაფრთხოების განცდა და მეგობრებთან ყოველდღიური პერსონალური ურთიერთობის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული ქვეყნის მასშტაბით სკოლების დახურვა. როდესაც კორონავირუსის გავრცელება იზრდება და შეზღუდვების მკაცრი ზომები აუცილებელი ხდება, სკოლები უნდა იყოს ბოლო, რაც დაიხურება და პირველი, რაც გაიხსნება. 2022 წელი არ შეიძლება იყოს შეწყვეტილი სწავლის კიდევ ერთი წელი. ეს უნდა იყოს წელი, როდესაც განათლება და ბავშვების საუკეთესო ინტერესები იქნება პრიორიტეტული“, - აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები გამოქვეყნდა - სად უნდა ნახოთ ინფორმაცია და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
შემოქმედმა მეორეკლასელმა გარემო თემატურად მორთო
განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა, კარინე ჰარუთიუნიანმა VIII კლასში საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა