სიახლეები
სიახლეები

76 ათას ევროიანი ავტომობილი და 25000-ლარიანი საათი - რა ქონებას ფლობენ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე
20-01-2022
-
+


30 დეკემბერს განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ 86 ხმით გიორგი ამილახვარი აირჩიეს. თამარ ტალიაშვილმა კი მისი პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

როგორც პარლამენტის გვერდზე ატვირთულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, გიორგი ამილახვრისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებულ ანგარიშებზე 129 ათას დოლარზე (397 ლარზე მეტი)  და 103 ათას ლარზე მეტი ირიცხება. დეკლარაციის მიხედვით, შევსების მომენტში, ნინო წერეთელს ნაღდი ფულის სახით 30 ათასი დოლარი (91 ათას ლარზე მეტი) ჰქონდა.

კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე საცხოვრებელი ფართი, მიწის ნაკვეთი, მანსარდა და სარდაფია რეგისტრირებული. ის ფლობს 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფელ შინდისში. სხვადასხვა ფართი აქვს თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე. კერძოდ, 132,79 კვ.მ ბინა, 145,73 კვ.მ მანსარდა, 31,9 კვ.მ სარდაფი და 76,92 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.

მისი მეუღლის ნინო წერეთლის სახელზე თბილისში, ამაღლების ქუჩაზე 390,34 კვ.მ ბინა, 10,31 კვ.მ დამხმარე ფართი და 50,63 კვ.მ ავტოსადგომია რეგისტრირებული.

გიორგი ამილახვარს ეკუთვნის 76 ათას ევროდ ღირებული ავტომობილი, ხოლო მის მეუღლის „მერსედესის“ მარკის ავტომობილის ღირებულება 52800 ევროა.

ნინო წერეთლის სახელზეა 47 ათას ლარად ღირებული სამი ბეჭედი, საყურეები და ყელსაბამი, ასევე 22000 ლარიანი საათი. გიორგი ამილახვარის სახელზე კი 25000-ლარიანი საათია.

კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მეუღლის სახელზეა ანტიკვარული ავეჯი, როიალი, ანტიკვარული საათი, 2 ფერწერული ტილო, რომელთა საერთო ღირებულება 28 ათასი ლარია.

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ტალიაშვილის ქონებას, მისი და თავისი ოჯახის წევრების ოჯახის წევრების სახელზე არსებულ ანგარიშებზე 586 ათას დოლარზე მეტი (1,7 მლნ ლარზე მეტი), 40 ათას ევროზე მეტი (141 ათას ლარზე მეტი), 200 ათასი რუბლი (8 ათას ლარზე მეტი) და 8 ათას ლარზე მეტი ირიცხება.

თამარ ტალიაშვილისა და მისი ოჯახის სახელზე 4 ბინა, საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთი და ავტოფარეხია რეგისტრირებული. თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე 127,24 კვ.მ ბინა, ფალიაშვილის ქუჩაზე 94,5 კვ.მ ბინა, ნინო ჟვანიას ქუჩაზე 178 კვ.მ ბინა. მეუღლის - დავით კუხალაშვილის სახელზეა რეგისტრირებული მოსკოვში პირველი მაისის ქუჩაზე არსებული 90,8 კვ.მ-იანი ბინა. თამარ ტალიაშვილის საკუთრებაშია 935 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბორჯომში. შვილს დავით კუხალაშვილს კი ბინა ნინო ჟვანიას ქუჩაზე და ამ ქუჩაზევე არსებული 20 კვ.მ-იანი ავტოფარეხი ეკუთვნის.

დეკლარაციის მიხედვით, თამარ ტალიაშვილის მეუღლის მფლობელობაში 2 ავტომობილი - 45 ათას ლარად ღირებული „მერსედესი“ და 79860 ლარად ღირებული „მაზდაა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია

ეროვნულებზე 100 პროცენტიანი საგრანტო ქულით გასულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

პიროვნება
სკოლები

ლექცია ბატონმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება