მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული დადგენილებით პროფესიული სასწავლებლებს მიენიჭათ უფლება სწავლის პროცესში შექმნილ პროდუქციის რეალიზება მოახდინონ, შემოსული ფინანსური რესურსი კი ამავე სასწავლებლებს მოახმარონ.
როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროცესში, ყოველწლიურად იქმნება გარკვეული რაოდენობის პროდუქცია. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ასევე უფლება აქვთ, განახორციელონ გარკვეული სახის მომსახურება და აწარმოონ სხვადასხვა სახის პროდუქცია, მოახდინონ მისი რეალიზაცია და მიიღონ შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან.
„აღნიშნული ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მდგრადობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებას, სასწავლო პროცესის განვითარებას, სასწავლო პროცესის დასაფინანსებლად დამატებითი სახსრების მოპოვებას, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობის/პროცესების განვითარებასა და შექმნილი პროდუქციის/გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დადგენილებაში ასევე გაწერილია მიმართულებები, რაზეც პროფესიულმა სასწავლებელმა შეიძლება თავიანთი ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსული თანხა დახარჯონ: საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სასწავლო პროცესში ეკონომიკური საქმიანობის ინტეგრირებით პროფესიულ სტუდენტთა მომზადების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობადობის, ინტერესისა და იმიჯის ამაღლება ა.შ.
დადგენილებაშივე განმარტებულია საგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, მონიტორინგი და ანგარიშვალდებულება. ასევე განმარტებულია დაწესებულების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და უფლებამოსილება.
ნახეთ დადგენილება სრულად
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები გამოქვეყნდა - სად უნდა ნახოთ ინფორმაცია და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
ბავშვებმა გვირგვინით შეამკეს დაღუპულ მეომართა მემორიალი