რა შემთხვევაში მიიღებს სკოლა თვეში დამატებით 500-600 ლარის დაფინანსებას - მთავრობის დადგენილება
16-01-2022
დაკოპირებულია
-
+
საჯარო სკოლებში დასაქამებული ექიმისა და ექთნის ანაზღაურება განსხვავებული იქნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც შტატგარეშედ დასაქმებული სკოლის ექიმის ანაზღაურება 600, ხოლო ექთნის 500 ლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თანხას, საშემოსავლოს 20% და საპენსიო დანაზოგის 2% გამოაკლდება.
„საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში დასაქმებული თითოეული შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურებისათვის, სკოლის ექიმის შემთხვევაში − 600 ლარის, ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“, - აღნიშნულია ბრძანებაში.