მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ფესვებმა“ ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“ მონაწილეობა პოზიტიური სიახლით დაიწყო.
ეკოკლუბი ნერგების მაქსიმალური რაოდენობით დეკემბრის თვის ლიდერი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ყველა გარემოსდაცვითი აქტივობა, რომელსაც კონკურსის ფარგლებში ეკოკლუბელები ახორციელებენ ფასდება პირობითი ერთეულით - „ნერგებით“. შესაბამისად სკოლის მოსწავლეებმა ბუნებრივი და სოციალური გარემოს
სასიკეთოდ დეკემბერში ყველაზე მეტი ქმედება განახორციელეს.
ეკოკლუბი „ფესვები“ და მისი ხელმძღვანელი ლია გოგილაშვილი მადლობას უხდის ორგანიზაცია CENN-ს და თანაორგანიზატორებს საქართველოს პარლამენტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა/ Austrian Development Cooperation.
სკოლა ყველა ეკოკლუბს პტოექტში წარმატებას უსურვებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო