მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, უფროს და წამყვან მასწავლებლებს სტატუსის ასამაღლებლად პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. საგამოცდო ტესტი ერთი და იგივე იქნება, თუმცა გადასალახი ბარიერი - განსხვავებული.
საგამოცდო ლიტერატურა მრავალფეროვანი და ვრცელია, მიუხედავად ამისა, მასწავლებლები მხოლოდ გამოცდის ჩაბარებით ვერ მოიპოვებენ სტატუსს, ისინი პრაქტიკულ ნაწილშიც უნდა შეფასდნენ, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური - პორტფოლიოს შეფასებაა.
მასწავლებლებს კითხვა გაუჩნდათ - რომელი აქტივობები უნდა შეიტანონ პორტფოლიოში? როგორი პორტფოლიო იქნება სრულყოფილი და შეფასდება დადებითად და როგორი - არა? ამის გასარკვევად etaloni.ge-მ მასწავლებლის სახლს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ პორტფოლიოში პედაგოგის საქმიანობა უნდა ჩანდეს და უნდა აიტვირთოს ის აქტივობები, რომელსაც სქემა მოითხოვს. რა თქმა უნდა, ინფორმაცია სქემაშიც მოვიძიეთ.
წამყვანობის მსურველი მასწავლებლის პორტფოლიო შეფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს „ესქულში“ არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.
რაც შეეხება მენტორის სტატუსს - უმაღლესი საფეხურის მსურველი მასწავლებლის პორტფოლიო შეფასდება სქემის მე-4 მუხლით და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
მე-4 მუხლი კი მასწავლებლის ვალდებულებებს აწესებს. კერძოდ:
კანონის მიხედვით, ყოველივე ზემოთჩამოთვლილის მიხედვით შეფასდებიან პედაგოგები. მასწავლებლის სახლის განმარტებით, მთავარია, რომ პედაგოგს თითოეული პუნქტის შესაბამისი აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტის „ესქულში“ ატვირთვა არ დაავიწყდეს.
„სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლის პორტფოლიო შეფასდება იმის მიხედვით, რასაც სქემა მოითხოვს. იქნება ეს განვლილი ტრენინგები, ჩატარებული კვლევები, კლასებში შესრულებული კომპლექსური დავალებები, სტატიები, ასევე შეიძლება იყოს დირექციის დახასიათება, შეფასების ჯგუფის კომენტარი, ჩატარებული გაკვეთილების რეფლექსიები და ა.შ. რაც მეტი აქტივობა ექნება პედაგოგს პორტფოლიოში ატვირთული - მით უკეთესი. ასატვირთი დოკუმენტების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა დადგენილი არ არის“, - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღინისძიებას ორგანიზება გაუწია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელდინო იობაშვილმა