სიახლეები
სიახლეები

კალანდა წარმოშობით რომაული სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს - რატომ და სად აღნიშნავენ 14 იანვარს კალანდობას
14-01-2022
-
+


კალანდა ტრადიციული გურული ახალი წელია. ახალ წელს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად ხვდებიან. საქართველოსაც აქვს საახალწლო ტრადიციები. გურულების ახალი წელი მაინც ძალიან განსხვავებულია. მას სახელიც კი სხვა ქვია - კალანდობა.

კალანდა წარმოშობით რომაული სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს. არავინ იცის, რატომ დაარქვეს გურულებმა ახალ წელს კალანდა, მაგრამ ისინი ამ დღესასწაულს დღესაც ასე მოიხსენიებენ. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობს, გურულებისთვის ეს დღესასწაული გაცილებით გვიან დგება. ისინი კალანდობას 14 იანვარს აღნიშნავენ.

ახალ წელს გურულები ეპატიჟებიან მეკვლეს და თვითონაც მიდიან. მეკვლე არის ადამიანი, რომელმაც ოჯახს სიკეთე და ბედნიერება უნდა მოუტანოს. ტრადიციის მიხედვით, ქართველების მეკვლედ წმინდა ბასილი ითვლებოდა. კალანდობა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა (ძველი სტილით - 1 იანვარი). გურულები წმინდა ბასილის პატივსაცემად, კალანდობას ჩიჩილაკს რთავენ. ჩიჩილაკი თეთრი ფერისაა და ხალხი მას წმინდა ბასილის თეთრ წვერს ამსგავსებს.

კალანდას ხვდებოდნენ საკალანდო პურ-ღვინით, კალანდის ღორის ყბით (სვანეთში ლეკალანდ — საკალანდო ღორი), რომელსაც გურიაში ხაჭაპურებს და ანთებულ სანთლებს შემოუწყოდბენ და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნირებასა და ბარაქიანობას შესთხოვნდენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები გამოქვეყნდა - სად უნდა ნახოთ ინფორმაცია და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა

„საავადმყოფოში მითხრეს, თუნდაც მთელი ყუთი თაგვის წამალი შეეჭამა, მაინც არაფერი დაუშავდებოდაო“

2025 წლის ტესტების ჩატარების განრიგი ცნობილია  - რეგისტრაციის ვადები და სხვა დეტალები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები

„ჩვენმა მოსწავლეებმა, სპეციალურ მასწავლებლებთან ერთად, მხარი დაუჭირეს ინკლუზიასა და თანასწორობას“

მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამხატვრო კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

ბავშვებმა ინფორმაცია მიიღეს, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა

ბავშვებმა გვირგვინით შეამკეს დაღუპულ მეომართა მემორიალი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება