სიახლეები
სიახლეები

საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვიწყებთ სასწავლო პროცესს 17 იანვარს - მინისტრის პირველი მოადგილე
14-01-2022
-
+


იწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში 17 იანვარს - ეს არის კითხვა, რომელიც მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს... ერთნაირად აწუხებს და სხვათა შორის, არსებობდა მოლოდინი, რომ მომატებული კოვიდშემთხვევების ფონზე, შესაძლოა სწავლა ონლაინ-რეჟიმში აღდგენილიყო.

თუმცა, განათლების მინისტრის ახალმა პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა მკაფიო განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ 17 იანვარს ყველა სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება, მოსწავლეებს კი კვლავ რჩებათ შესაძლებლობა, არჩევანი ონლაინ და დასწრებით სწავლებას შორის გააკეთონ:

„მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვიწყებთ სასწავლო პროცესს 17 იანვარს ყველაზე ბუნებრივ გარემოში, სადაც უნდა მიმდინარეობდეს სწავლა - საკლასო ოთახებში. წარმოიდგინეთ, რამხელა სამუშაოები იქნებოდა ჩატარებული იმისთვის, რომ დღეს ეს სიტყვები გვეთქვა. ვაგრძელებთ სწავლას მიუხედავად მძიმე პანდემიური ფონისა. რა საკვირველია მშობლებს ეძლევათ საშუალება, აირჩიონ დისტანციური ფორმატი; და არა მხოლოდ მშობლებს, არის რისკჯგუფი მასწავლებლებისა, რომლებსაც ასევე აქვთ საშუალება, დისტანციური ფორმატით ჩაატარონ გაკვეთილები.

პირველი პრიორიტეტი არის საკლასო ოთახი, მაგრამ ყველა მოქნილობაა იმისთვის, რომ რისკჯგუფების  შემთხვევაში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა მივცეთ. აწყობილია სისტემა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის - ვიცით, ვის რა გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

იხილეთ: 5 156-მა მოსწავლემ სკოლაში წასვლაზე უარი განაცხადა  - დეტალები

სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო - სწავლა ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებში განახლდება

„17-ში სწავლას დასწრებითად ვიწყებთ - მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“ - სკოლის დირექტორები სწავლის განახლების ფორმატთან დაკავშირებით


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რას უნდა ელოდნენ ბაღების თანამშრომლები - „ეცნობოს [...] ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“

საქართველოში ყველაზე მცირე ასაკის დამნაშავეები 8 წლისები არიან, დანაშაული 14 წლამდე 75-მა მოზარდმა ჩაიდინა - სტატისტიკა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები გამოქვეყნდა - სად უნდა ნახოთ ინფორმაცია და როგორ უნდა გაასაჩივროთ ქულა

„საავადმყოფოში მითხრეს, თუნდაც მთელი ყუთი თაგვის წამალი შეეჭამა, მაინც არაფერი დაუშავდებოდაო“

2025 წლის ტესტების ჩატარების განრიგი ცნობილია  - რეგისტრაციის ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება
სკოლები

„ჩვენმა მოსწავლეებმა, სპეციალურ მასწავლებლებთან ერთად, მხარი დაუჭირეს ინკლუზიასა და თანასწორობას“

მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამხატვრო კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება