მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17 იანვარს დაიწყო და თუ მასწავლებლებს „ესქული“ ჯერ კიდევ არ შეგიმოწმებიათ, უმჯობესია, დროულად გადაამოწმოთ, რათა ხელფასი არ დაგაკლდეთ.
მოგეხსენებათ, სკოლებში ისწავლება საგნები, რომლის ხანგრძლივობაც ერთი სემესტრია. მაგალითად: ხელოვნების ისტორია, კომპიუტერული მეცნიერება, ფოლკლორი, მსოფლიო კულტურა და .შ. ასეთ შემთხვევაში მასწავლებლებს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საათების რაოდენობა პირველ და მეორე სემესტრში განსხვავებული აქვთ. მაგალითად, თუ პედაგოგი I სემესტრში ასწავლიდა მსგავსი ტიპის საგანს, მეორე სემესტრში ერთი საათით ნაკლები დატვირთვა ექნება.
სკოლის ადმინისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში პედაგოგების საგაკვეთილო ცხრილი ყოველი სემესტრის დასაწყისში შეაქვს. მასწავლებლებმა „ესქული“ უნდა გადაამოწმონ, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ცხრილში უზუსტობა იქნება, ეს ხელფასზე აისახება. განსაკუთრებული ყურადღება იმ საგნის პედაგოგებს მართებთ, რომლებსაც II სემესტრში საათები დაემატათ, იმ შემთხვევაში, თუ განათლების მართვის საინფორმაციო ბაზაში დამატებული საათები არ გამოჩნდება, მასწავლებელმა სკოლის ადმინისტრაციას მაშინვე უნდა მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურება I სემესტრის საათობრივი დატვირთვის მიხედვით დაერიცხება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.