სიახლეები
სიახლეები

მობილობა 28 იანვრიდან დაიწყება -რა უნდა გაითვალისწინონ უნივერსიტეტებმა და სტუდენტებმა
17-01-2022
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადებს ასახელებს.
 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ: 
 
2021-2022 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა - 2022 წლის 14 იანვრიდან  2022  წლის 21 იანვრის ჩათვლით

• ხოლო მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2022 წლის  11 თებერვლიდან  2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით
 
 
სტუდენტთა საყურადღებოდ: 
 
მობილობის  მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2022 წლის  28 იანვრიდან  2022 წლის 08 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (students.emis.ge)
 
ყურადღება:  ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი). 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია

ეროვნულებზე 100 პროცენტიანი საგრანტო ქულით გასულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

პიროვნება
სკოლები

ლექცია ბატონმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება