სიახლეები
სიახლეები

დაისვენებენ თუ არა მასწავლებლები და მოსწავლეები 19 იანვარს
18-01-2022
-
+


19 იანვარს მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაულების დროს კი, ყოველთვის აქტიური ხდება კითხვა: ისვენებენ თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის არდადეგების წელს სტანდარტულზე ხანგრძლივი იყო და 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდე გაგრძელდა, 19 იანვარს სკოლების არ დასვენების საკითხი მაინც დგას . იმის გამო რომ არაერთი კითხვა მივიღეთ, მოსწავლეებისგანაც და მასწავლებლებისგანაც კიდევ ერთხელ განვმარტავთ: 

19 იანვარი სახელმწიფოს მიერ ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლები ისვენებენ, სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლების მსგავსად. 

ცნობისთვის, ნათლისღება - ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია

ეროვნულებზე 100 პროცენტიანი საგრანტო ქულით გასულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

პიროვნება
სკოლები

ლექცია ბატონმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება