სიახლეები
სიახლეები

სკოლების ნაწილი არ გაიხსნა - დაბალია მოსწავლეთა გამოცხადების მაჩვენებელი 
17-01-2022
-
+


საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 17 იანვარს ოფიციალურად განახლდა, თუმცა, დიდთოვლობის გამო, მაღალმთიანეთის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში არ დაწყებულა. კონკრეტულად რამდენ სკოლას შეექმნა პრობლემა, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ დროისთვის ინფორმაციას არ ფლობს. როგორც etaloni.ge-ს ოფიციალურ უწყებაში განუცხადეს, სტატისტიკა პარასკევისთვის იქნება ცნობილი. 

არსებული ინორმაციით, სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას ხელი ზოგან დიდთოვლობამ, ზოგან კი ელექტროენერგიის არქონამ შუალა. სხვადასხვა მედიისა და რესურსცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკლასო ოთახებს ვერ დაუბრუნდნენ მოლითის, დანისპარაულის, ვარიანის, ბოშურის საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

აღსანიშნავია, რომ აჭარის განათლების მინისტრის მაია ხაჯიშვილის განცხადებით, სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების მაჩვენებელი დაბალია, რაც, ნაწილობრივ, „თოვლის მოსვლას უკავშირდება“.

„დღეს გამოცხადების კუთხით იყო დაბალი მაჩვენებელი, რაც ნაწილობრივ განაპირობა იმან, რომ თოვლი მოვიდა. გარკვეულ სოფლებში შეფერხებები შეიქმნა.  მოსწავლეები, რომლებიც სკოლებში ვერ გამოცხადდნენ მოხდება მათთან კონტაქტი. ონლაინგაკვეთილი ჩაუტარდებათ. დღეს ჩვენ ვართ ჰიბრიდულ მოდელზე. მოსწავლეთა ნაწილი გამოცხადდა სკოლაში, ხოლო ვინც ვინც სხვადსხვა მიზეზის გამო ვერ მივიდა და ხშირ შემთხვევაში ეს არის მშობლის გადაწყვეტილება, ბუნებრივია, მათ სკოლის მიღმა არ დავტოვებთ - შევთავაზებთ ალტერნატივას“, - განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია

ეროვნულებზე 100 პროცენტიანი საგრანტო ქულით გასულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

პიროვნება
სკოლები

ლექცია ბატონმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება