მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაეზრდებათ თუ არა ანაზღაურება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ამ საკითხს თავად სასწავლო დაწესებულებები გადაწყვეტენ.
როგორც Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, პროფესიული სასწავლებლების თანამშრომელთა ანაზღაურების საკითხი ცენტრალიზებულად, სამინისტროში არ წყდება.
„პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდის საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს სასწავლო დაწესებულება, ამ საკითხის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცენტრალიზებულად არ წყვეტს, თუმცა რა თქმა უნდა თუ პროფესიული სასწავლებელი თავის თანამშრომლებისთვის ხელფასის ზრდას გადაწყვეტს, ეს ჩვენთან შეთანხმებული უნდა იყოს“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, როგორც სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციების თანამშრომელთა, ასვე ბაგა-ბაღების აღმზრდელთა და პერსონალის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს