მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლების ნაწილმა კარიერული წინსვლის სურვილი დაკარგეს. ამის მიზეზი კი სტატუსის ასამაღლებლად საჭირო თეორიული მასალის ცოდნა და აქტივობების ჩამონათვალია. როგორც etaloni.ge - სთან პედაგოგები ამბობენ, მათ მოსწავლეებზე ფიქრის დრო აღარ აქვთ და არჩევანის წინაშე არიან - ან დაკმაყოფილდნენ მიღებული უფროსის სტატუსით, მიიღონ ნაკლები შემოსავალი, თუმცა მოსწავლეებისთვის სწავლება ბევრად ეფექტური გახადონ, ან იბრძოლონ კარიერული წინსვლისთვის, ხელფასის მატებისთვის, მოსწავლეები კი ყურადღების მიღმა დატოვონ. გთავაზობთ რამდენიმე პედაგოგის მოსაზრებას:
„მასწავლებლებს სტატუსი კი არა უფლებები გვჭირდება, მოსწავლესა და მშობელს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე - ჩვენ. ასეთი გაუფასურებული ეს პროფესია არასოდეს ყოფილა და ამას თავად პედაგოგებმა შეუწყეს ხელი. ყველა სტატუსებზე ფიქრობს, აქამდე ვინ როგორ მიიღო, ეგ ცალკე საკითხია, ხელფასზე ფიქრში კი დავკარგეთ თაობაც და უფლებებიც“.
„ხელფასის გარდა, სწავლების მხრივ რამეს ცვლის სტატუსები? თავისუფალი დრო უნდა გვქონდეს, რომ ვიფიქროთ ბავშვებზე, მათ აღზრდაზე, ცოდნის გაზიარებაზე, ამის სანაცვლოდ კი ვფიქრობთ ყველაფერზე - მოსწავლეების გარდა. ჩვენი გადასაწყვეტია, ვიზრუნოთ ბავშვებზე თუ - საკუთარ თავზე“.
„სტატუსის ამაღლებას თუ გადავწყვეტთ, ოჯახზეც უარი უნდა ვთქვათ და მოსწავლეებზეც. შეუძლებელია, იყო მასწავლებელი და ამავდროულად, დრო გქონდეს წერო და ისწავლო იმდენი თეორიული მასალა, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის გვთხოვენ“.
მსგავსად არა ერთი მასწავლებელი ფიქრობს, სამინისტროს კი მათთან მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - სტატუსის ამაღლება სავალდებულო არაა. შესაბამისად, ვისაც არ აქვს დრო კარიერული წინსვლისთვის, მას შეუძლია მიღებული სტატუსით განაგრძოს სკოლაში მუშაობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა