მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლაში დასაქმებული პედაგოგების პირობები მკვეთრად განსხვავდება საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პირობებისგან. პანდემიამ კერძო სკოლები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა და ამის შესახებ, სკოლის ლიდერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ელზა ბადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ, თუმცა ვიტყვით, რომ ამ საკითხებს ჩვენი საიტიც არაერთხელ გამოეხმაურა:
„კერძო სკოლების პრობლემებზე ვსაუბრობ: თუ რატომ არ ზრუნავს სახელმწიფო მათ მხარდაჭერასა და განვითარებაზე; რატომ არიან არათანაბარ მდგომარეობაში - საჯარო სკოლებთან მიმართებით, იმ დროს, როდესაც ყველა კვლევა ამბობს რომ კერძო სკოლის მოსწავლეთა შედეგები ბევრად მაღალია საჯარო სკოლის მოსწავლეთა შედეგებზე; რატომ არ უწყობს ხელს განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში არსებულ კერძო სკოლებს, მათი არსებობა ხომ აკავებს ოჯახებს.
საქართველოში სულ 223 კერძო სკოლიდან 114 თბილისში ფუნქციონირებს, დანარჩენი - რეგიონებში, თითქმის 50%. ამ სკოლების 60-70%-ს წელს უწევს მესამე ავტორიზაციის გავლა. თავად პროცესს ყველა გაივლის, რომ არა - ფინანსური პრობლემები! განსაკუთრებით, მსოფლიო პანდემიის პირობებში. პანდემიამ გამოიწვია შემოსავლების 40-50%-ით შემცირება, მოსწავლეთა გადინება საჯარო სკოლებში, გადასახადის დავალიანების გადროვება...
ამ დროს კი, თუ წინა ავტორიზაციის ღირებულება იყო 5500 ლარი ახლა 10 000-15 000 ლარის ფარგლებშია და ეს გადასახადი ერთიანად უნდა გადაიხადოს სკოლამ. ბევრი სკოლა ვერ გადაიხდის - ესაა პრობლემა! ზუსტად ახლა გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი იხურება. ყველაზე მძიმე მომენტი, კერძო სკოლა ხომ შვილივითაა, დაიბადება, ზრდი, ზრდი... ცოცხალი ორგანიზმია მოსწავლეებით, მასწავლებლებით... ეს ხომ არ არის მაღაზია ან სასტუმრო - დაკეტე-გააღე... ესეც როგორი სტრესულია. სამაგიეროდ, სასტუმროებს და რესტორნებს სახელმწიფო ეხმარება... კერძო სკოლებმა რა დააშავეს? დავუბრუნდეთ ავტორიზაციის პროცესს. ავტორიზაციის საფასური რეგიონებში და სოფლებში უფრო მაღალია, ექსპერტების 3-დღიანი მივლინების ხარჯი ემატება! მოვიყვან მაგალითს: ევროპულ სკოლას თუ ჰყავს 100 მოსწავლე და მისი წლიური გადასახადია 18 000 ლარი, მისი შემოსავალია 1 800 000 ლარი. იგივე 100 მოსწავლე ჰყავს ბოლნისის „დავთიანს“ მისი წლიური გადასახადია 500 ლარი, შემოსავალი 50 000 ლარი და ამ დროს ბოლნისის სკოლას უფრო ძვირი ექნება ავტორიზაციის გადასახადი მივლინების ხარჯით (ეს მაგალითი პირობითია, რადგან ერთ კრიტერიუმზე დაყრდნობით დავითვალე, მაგრამ პრინციპს მიხვდებოდით); ამიტომ ვითხოვეთ, გადაეხედათ ავტორიზაციის გადასახადისთვის, მაგრამ ხარისხის განვითარების ცენტრმა აგვიხსნა, რომ მათი მხრიდან ვერაფერს შეცვლიდნენ, რადგან ცენტრი არაკომერციული ორგანიზაციაა და ავტორიზაციის საფასური წარმოადგენს თვითღირებულებას. დიახ, ვეთანხმებით ცენტრს, მათთან პრეტენზია არ გვაქვს. ერთადერთი ვთხოვეთ, იქნებ შეძლონ და სკოლებს მიეცეს საშუალება, გრაფიკით გაანაწილონ ავტორიზაციის გადასახადი...(ჯერ პასუხი არ გვაქვს).
სამაგიეროდ, სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, შეიმუშაოს პოლიტიკა საშუალო და მცირეშემოსავლიანი კერძო სკოლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აქვს შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვს სურვილი! კიდევ მთავარი პრობლემა - მოსწავლის ვაუჩერი! კერძო სკოლის მოსწავლეს 300 ლარი წელიწადში, საჯარო სკოლის მოსწავლეს - 600-900 ლარი. დამატებით საბაზო დაფინანსება და პროგრამული დაფინანსებები... შემდეგი პრობლემა - სტატუსის დანამატი! საჯარო სკოლის მასწავლებელს - 670/1050/1350; კერძო სკოლის მასწავლებელს - 0. მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ერთნაირია ყველასთვის, სამაგიეროდ დანამატების მხრივ კერძო სკოლის მასწავლებელი დაჩაგრულია! კიდევ რით ჩაგრავს სახელმწიფო კერძო სკოლის მასწავლებელს? - არ აძლევს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს - ისეთს, როგორიც საჯარო სკოლის მასწავლებელს აქვს. არც თბილისის მერია ჩამორჩა და კერძო სკოლის მასწავლებელს არ აძლევს მგზავრობაზე შეღავათს (უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის,ფოთის და ა.შ, მერიები აძლევენ შეღავათიან ბარათებს)“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ