სიახლეები
სიახლეები, მსოფლიო

მოსწავლეებისთვის COVID-19-ზე აცრა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს-ნიუ-იორკის მერი დისტანციური სწავლის წინააღმდეგია
23-01-2022
-
+


ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ ქალაქის ადმინისტრაცია, 2022 წლის შემოდგომისთვის, ყველა მოსწავლისთვის COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოდ შემოღებას განიხილავს. ამის შესახებ  NewYork Daily News წერს.

ადამსის თქმით, ის ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს შეხვდა, გასარკვევად, გამართლებულია თუ არა ასეთი ნაბიჯი და რამდენად ეფექტური შესაძლოა იყოს ის. 

„ამ ქვეყანაში ვითხოვთ ჩუტყვავილას, წითელას და სხვა ვირუსული დაავადების წინააღმდეგ აცრას“, - განაცხადა ადამსმა, „ამიტომ COVID-19-თან მიმართებაში ასევე გვჭირდება დიალოგი, რათა, ჩვენს მშობლებს ამ ნაბიჯის მნიშვნელობის გააზრებაში დავეხმაროთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო შემოდგომამდე და ის უნდა გამოვიყენოთ“.

ამასთან ადამსმა დასძინა, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნის შემოღების საკითხი ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და ის ჯერ სპეციალისტებთან გადის კონსულტაციებს.

ამჟამად, ნიუ-იორკში შტამი „ომიკრონის“ გავრცელების გამო სკოლებში რეკორდული რაოდენობის მოსწავლე არ დადის.

ქალაქის მასშტაბით სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი, რომელიც შემოდგომის დიდი ნაწილი საშუალოდ თითქმის 90%-ს შეადგენდა, 69%-მდე დაეცა. 

აღსანიშნავია, რომ ადამსი მხარს არ უჭერს ზოგიერთი მშობლისა და მასწავლებლის მოთხოვნას ქალაქის სკოლები დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდეს. 

„ყველაზე უსაფრთხო ადგილი ბავშვებისთვის - სკოლის შენობაა“, - განაცხადა მან. - „ჩვენ არ გვინდა ბავშვებს ამ შენობაში შესვლაში შევუშალოთ ხელი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება

22 აპრილი დედამიწის დღეა – თბილისის N133 საჯარო სკოლის მომავალი თაობა პლანეტის დაცვისთვის ერთიანდება

ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნის მსოფლიო დღეს საყვარელი ნაწარმოებები გააცნეს ერთმანეთს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება