სიახლეები
სიახლეები

წამყვანობისა და მენტორობის მსურველთათვის პრეტესტი არ ჩატარდება - გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტება
24-01-2022
-
+


წამყვანისა და მენტორის სტატუსის მსურველთათვის პრეტესტის ჩატარება არ განიხილება და არც საგამოცდო ტესტის ნიმუში გამოქვეყნდება, ეს ინფორმაცია Etaloni.ge-ს „ნაეკის“ ცხელ ხაზზე მიაწოდეს და გამოდის, მასწავლებლები პროფესიული უნარების  გამოცდაზე ტესტს პირველად იხილავენ.

სტატუსის ამაღლების საგამოცდო პროგრამა და ლიტერატურა, რომლითაც მასწავლებლები უნდა მოემზადონ, უკვე გამოქვეყნდა, თუმცა პედაგოგები პრეტესტსაც ელოდნენ, რათა საკუთარი შესაძლებლობები შეემოწმებინათ. მიღებული შედეგებისა და „სისუსტეების“ აღმოჩენის შემდეგ კი მასწავლებლები იმ საკითხების დამუშავებას აპირებდნენ, რომელიც პრეტესტზე გაურთულდებოდათ. აღმოჩნდა, რომ პროფესიული უნარების ტესტის ნიმუშს პედაგოგები გამოცდამდე ვერ ნახავენ.

საკითხის დეტალურად გასარკვევად etaloni.ge გამოცდების ეროვნული ცენტრს დაუკავშირდა:

„ტესტის ნიმუში წინასწარ არ გამოქვეყნდება. სტატუსის ამაღლების გამოცდა პირველად ტარდება და ტესტის ნიმუში გამოცდის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა საგამოცდო პროგრამა, ასევე დეტალურადაა ახსნილი, თუ როგორი სტრუქტურით იქნება შედგენილი ტესტი, რა მოეთხოვება მასწავლებელს, რომელი ლიტერატურით უნდა მოემზადონ და ა.შ. შესაბამისად, ტესტის ნიმუშის გამოქვეყნება საჭირო არაა. რაც შეეხება პრეტესტს, ამის შესახებ ბრძანება მიღებული არაა, პრეტესტის ჩატარება არ იგეგმება, თუ მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა - მასწავლებლებს წინასწარ ვაცნობებთ“, - განგვიმარტეს გამოცდების ეროვნული ცენტრში. თუმცა მოგვიანებით, „ნაეკში“ დააზუსტეს, რომ ტესტის ნიმუში აუცილებლად გამოქვეყნდება.

იხილეთ ასევე: გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის „ნაეკი“ ინფორმაციას ავრცელებს

სტატუსის ასამაღლებელი საგამოცდო მასალა 4000 გვერდზე მეტია


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

რომელ სკოლას რა რაოდენობის ინვენტარი გადაეცემა - სია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

პიროვნება
სკოლები

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება