სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„izrune.ge-ს ტესტები მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუშაობისა და სწავლის მოტივაციას უჩენს“- ელზა სისაური
21-01-2022
-
+


izrune.ge-ს პრიორიტეტი ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნაა. პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავიც სწორედ მოსწავლეა. აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.

სწორედ ასეთი პედაგოგია ელზა სისაური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის მე-4ა კლასის დამრიგებელი. მისი მოსწავლეები izrune.ge-ში აქტიურად და დიდი წარმატებით მონაწილეობენ. 

- რამდენი ხანია, რაც izrune.ge-ში ჩაერთეთ?

- ჩემს კლასში სულ 6 მოსწავლეა. განსაკუთრებით აქტიური კი 3 მათგანია, დანარჩენები გარკვეული მიზეზების გამო ტესტირებაში ვერ ჩაერთნენ. პორტალზე რეგისტრირებულები შარშანაც ვიყავით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბავშვები არ აქტიურობდნენ. შემდეგ izrune.ge-დან დაგვიკავშირდნენ, დავინტერესდით, სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ დარეგისტრირებულები ვიყავით. მას შემდეგ - უკვე ოქტომბრიდან, ტესტირებაში აქტიურად და წარმატებით ვართ ჩართული. მათ ყოველთვის კარგი ქულები აქვთ, ძირითადად, 100, 90, 85 ქულა. ძალიან კარგი ბავშვები არიან და შედეგებიც შესაბამისი აქვთ.



- ტესტირებისთვის მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თვითონ იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?

- მოსწავლეები ტესტირების პროცესში დიდ აქტიურობას იჩენენ. წინა ჯერზე მოსწავლემ თვითონ მომწერა, რომ ტესტირების დღე იყო. იცინ, რომ ყოველ ხუთშაბათს ტესტები უნდა გააკეთონ და შემაჯამებელი დავალებაც. წინასწარ ვემზადებით რა ტექსტზე იქნება საუბარი, განვიხილავთ რა არის მთავარი სათქმელი და რას გვასწავლის კონკრეტული მოთხრობა. 

- თქვენი მოსწავლეები ტესტირებებში წარმატებით და აქტიურად მონაწილეობენ, რა არის თქვენი მიზანი, რასაც გინდათ, რომ მიაღწიოთ?

- პირველ რიგში, იმის მიღწევა მინდა, რომ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მუშაობა ისწავლონ და რა თქმა უნდა, ცოდნაც შეიძინონ. მნიშვნელოვანია, საკლასო მასალის გარდა, კლასგარეშე ლიტერატურასაც გაეცნონ, ეს მათი ზოგადი განათლებისთვის ძალიან კარგია. izrune.ge-ს ტესტებიც სწორედ ამაზეა მორგებული, მოსწავლეებმა საკითხი უნდა გაიაზრონ და ისე უპასუხონ. ტესტები მათ დამოუკიდებელი მუშაობისა და სწავლის მოტივაციას უჩენს.



- მშობლები რამდენად არიან დაინტერესებული ტესტების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- მშობლები შვილების წარმატებით ძალიან დაინტერესებულები არიან. შესაბამისად, ტესტირების მიმდინარეობაშიც ერთვებიან, ყველანაირად ხელს უწყობენ. ერთი მშობელი იმდენად აქტიურია, რომ ტესტირებაში მეორე შვილიც ჩართო. თავად დაარეგისტრირა, რადგან ამ ბავშვის კლასი და დამრიგებელი არ იყვნენ ჩართული. შემდეგ მან დამრიგებელიც საქმის კურსში ჩააყენა, დააინტერესა, პედაგოგმა კი თავის მხრივ, სხვა მოსწავლეებიც ჩართო.

- როგორ ხედავთ მოსწავლეთა განვითარების პროცესში დამრიგებლების როლს?

- მოსწავლეებისთვის დამრიგებლის ჩართულობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. რომ არ ყოფილიყო ჩემი აქტიურობა, ტესტირების შესახებ ვერც გაიგებდნენ და ვერც ჩაერთვებოდნენ. 
მოსწავლეებთან ტექსტების გააზრებაზე ვმუშაობ, ვარიგებ ხოლმე რას მიაქციონ ყურადღება, როგორ გამოკვეთონ საკვანძო სიტყვები და როგორ იმუშაონ ტექსტზე. მინდა, რომ ჩემმა ბავშვებმა წარმატებას მიაღწიონ და ამაში დამრიგებლის როლი ძალიან დიდია. მომწერენ ხოლმე რაც მათთვის გაუგებარია, შემდეგ კი დეტალურად განვიხილავთ. ტესტირების დასრულებისას კი თავიანთ ქულას მაშინვე მწერენ.  

- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო მოსწავლეებს ისედაც არ უწევთ ბევრ აქტივობაში მონაწილეობა?

- უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მოსწავლეები izrune.ge-ს ტესტებში ჩართულები და აქტიურები იმიტომაც არიან, რომ მათზე სახლიდან მუშაობენ, ზედმეტი გადაადგილება არ უწევთ. ჩვენ სოფელში ვართ და თუ რაიმე ტესტირება დასწრებით იყო, მოსწავლეებს ქალაქში წასვლა უწევდათ. ამ მხრივ კი ეს ტესტირების თქვენი ფორმატი მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი, მოსახერხებელი და მისაღებია.
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება